„დავპირდი ახალს გაგიკეთებ მეთქი.. ვერ მოვასწარი…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი წერს, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა.
“ჩემო “ტუტულიკა” ტასუნა 🩷 მიყვარხარ 🩷
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დედოფალა 🩷
🌸ეს გვირგვინი ერთად დაკრეფილი ყვავილებისგან გავაკეთეთ, მთეელს შოვის მინდორში ვეძებდით დიდ და ლამაზ გვირილებს ერთად 🩷 ძლივს შევაკოწიწეთ(თავის დაკრეფილებს წამში ანადგურებდა 🙈)🩷 გვირგვინი დაიდგა და სიხარულისგან ბედნიერებას ვერ მალავდა, იცოდა როგორი ლამაზიც იყო 🩷 მაშინ რა ვიცოდი რისთვის ვიღებდით ფოტოებს ..
სამწუხაროდ, გვირგვინი საღამოს ბონიმ გაგვიფუჭა, და ბევრი ვეჩხუბეთ.. დავპირდი ახალს გაგიკეთებ მეთქი.. ვერ მოვასწარი…
🌸შემდეგ და ყველა გაზაფხულს, თითოეული ამოსული გვირილისგან, გვირგვინებს გავაკეთებ შენთვის”