“ჩემო მარადისობაში გაფრენილო ანგელოზო…ბოდიში, რომ დავაგვიანე” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი წერს, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა.
“8 წლის წინ, დღევანდელ დღეს ,
ახალი სიცოცხლე გაჩნდა..❤️
სიცოცხლეს დაარქვეს ლუკა ❤️
იმ დღიდან დაიწყო ახალი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. თურმე ხანმოკლე..
ლუკა გახდა სიცოცხლე ვისაც ჩემს დანახვაზე თვალები სხვანაირად უბრწყინავდა, სიხარულს თავს ვერ უყრიდა და არც მალავდა ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერებას. ❤️
ჩემო მარადისობაში გაფრენილო ანგელოზო ❤️მადლობა ჩემი სიყვარულისთვის🙏 მადლობა ჩემში გაღვიძებული პატარა, გულწრფელი ბავშვისთვის, რომელსაც გავუფრთხილდები და წლებთან ერთად შენსავით გავზრდი 🙏 სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება შენი ბრჭყვიალა თვალები, თბილი ხმა და ტკბილი ჩახუტება ❤️ მიყვარხარ ❤️
ბოდიში, რომ დავაგვიანე”