Thursday, December 7, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას სიყვარულის ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო პოეტის საყვარელი ქალი

October 12, 2023
ვაჟა-ფშაველას სიყვარულის ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო  პოეტის საყვარელი ქალი
Share on FacebookShare on Twitter

„ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ჩემი ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ. მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ასევე მამით“ – წერს ვაჟა-ფშაველა მისთვის დამახასიათებელი ენით, თავის დაუმთავრებელ წერილში „ჩემი წუთისოფელი“, სადაც მრავალ მნიშვნელოვან მომენტს იხსენებს საკუთარი ცხოვრებიდან. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მის დამოკიდებულებაზე სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. ჩვენი რესპონდენტია ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბიძე.

_  ვაჟა პირველად 10 წლის ასაკში ყოფილა შეყვარებული, თელავის სემინარიაში სწავლის პერიოდში. შემდეგ თბილისში გადავიდა სასწავლებლად და თელაველი სატრფოც თბილისელმა შეცვალა. ასე იყო მანამ, სანამ ვაჟამ გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა და პეტერბურგიც მოიარა. შინ დაბრუნებულმა გორს მიაკითხა სახელმწიფო სამსახურის ძიებაში, თუმცა, ამაოდ. ამის შემდეგ მას ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მუშაობა შესთავაზეს. რა თქმა უნდა, ვაჟა დათანხმდა. მის შეგირდს, გიორგი ამილახვარს, საერთოდ არ აინტერესებდა სწავლა. ფშაველი იყო მაინც ვაჟა, ფიცხი, ერთხელ ვეღარ მოითმინა და მუშტიც უთავაზა შეგირდს. აღშფოთებულმა ამილახვარმა იაღარზეც კი გაიწია, მაგრამ დააშოშმინეს. მომავალში ისინი მეგობრობდნენ კიდეც, თუმცა, ალბათ, „უჩიტელი“, როგორც მაშინ ეძახდნენ, მაინც ვერ გაუძლებდა გიორგისნაირ მოსწავლეს, რომ არა კეკეს სიყვარული, რომელიც ამილახვრის სახლში ცხოვრობდა.

ასევე წაიკითხე

როგორია 2024 წლის საქორწინო ასტროპროგნოზი

როგორ გავმდიდრდეთ 2024 წელს – ასტროლოგების რჩევები

– ვინ იყო კეკე?

– კეკე ნებიერიძე ამილახვრის უკანონო შვილი იყო, რომელიც მამის ოჯახში იზრდებოდა და მსახურობდა – ის ამილახვრის „კნეინას“ მოახლე გახლდათ. კეკე ერთხელ უკვე ყოფილა გათხოვილი, მაგრამ უდროოდ დაღუპვია ქმარი. ვაჟამ პირდაპირ ვერ გაბედა, რომ კეკესთვის თავისი გრძნობები გაემხილა. ეს ამბავი ქალმა სხვა მოახლეებისგან შეიტყო. მათი სიყვარული შედგა. თუმცა, მანამდე, ვაჟას აუღწერია სატრფოსთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ ცხოვრება მთაში ქალებს და რა სირთულეებთან შებმა მოელოდა კეკეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ცოლი გახდებოდა.

– რა უპასუხა ამაზე კეკემ?

– „დედამა – კიო, კიო, მაინც წამოვალო“, – გვიამბობს ამის შესახებ მათი ქალიშვილი გულქან რაზიკაშვილი.

ვაჟას გორიდან პატარძალი ძმებთან – ბაჩანასა და თედოსთან ერთად წამოუყვანია. მცხეთაში კი მათ მამამისმა ათკაციანი მაყრიონი დაახვედრა. მგზავრებმა მაღაროსკარში მდებარე თურმანაულის დუქანში შეიარეს. იმხანად მაღაროსკარი ფშავის ცენტრი იყო. ყველამ იცოდა, რომ ვაჟას ცოლი მოჰყავდა და პატარძალი არ  ფშაველი იყო. მაშინ ძირითადად ფშაველი ფშაველზე ქორწინდებოდა, მთიული – მთიულზე. ალბათ, ამიტომ, ვაჟას ბარიდან წაყვანილ  პატარძლის შესახებ ერთ-ერთ მთიულს, სახელად ქურსიკას, შაირი გამოუთქვამს, რასაც საშინელი ჩხუბი მოჰყოლია. ვაჟას ძმები მუშტი-კრივით გამოირჩეოდნენ. ქურსიკას დანა უხმარია. ვაჟას დანა არ ჰქონია, ამიტომ სხვისთვის ამოუცლია და ისე გაჰკიდებია ქურსიკას. ბოლოს, დასისხლიანებულმა მაყარმა კეკე ფშავში აიყვანა.

– როგორ შეხვდნენ ფშაველები ბარიდან წაყვანილ კეკეს?

– კეკეს სიხარულით ელოდნენ ფშავში. პატარძალი ძალიან მოეწონათ, რადგან ისეთივე აღმოჩნდაო, როგორც ვაჟას დედა – გულქანი. თბილი, წყნარი და მშვიდი ქალი ყოფილა, ტანად პატარა. დროთა განმავლობაში კარგად აუთვისებია ფშაველთა საქმიანობა და ზნე-ჩვეულებები. მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მეხუთე შვილზე იყო კეკე ორსულად, როდესაც გარდაიცვალა.

– რა იყო კეკეს გარდაცვალების მიზეზი?

– მას მუცელი მოსწყდა. ამ დროს ვაჟა ყვარელში იმყოფებოდა სტუმრად, თავის დასთან. გაუგია თუ არა ეს ამბავი, მაშინვე წასვლა განუზრახავს, მაგრამ დას არ გაუშვია – დილას ერთად დავადგეთ გზასო. იმ ღამით დაუწერია დამწუხრებულ პოეტს „იას უთხარით ტურფასა“, სადაც მშვენიერ სტრიქონებს უძღვნის კეკეს: „მიწავ, შენ გებარებოდეს, ეს ჩემი ტურფა იაო…“

 

განაგრძეთ კითხვა

სხვა ამბები

ზოდიაქოს ეს ნიშნები 20 ივლისიდან 5 სექტემბრამდე პირად ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყვნენ
საზოგადოება

როგორია 2024 წლის საქორწინო ასტროპროგნოზი

December 6, 2023
“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში
საზოგადოება

როგორ გავმდიდრდეთ 2024 წელს – ასტროლოგების რჩევები

December 6, 2023
გაუარესდება თუ არა ამინდი? – უახლოესი დღეების პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 10 დეკემბრამდე – უახლოესი დღეების პროგნოზი

December 6, 2023
ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სახლი საახალწლოდ – ნიცა თავაძე კადრებს გვიზიარებს
საზოგადოება

ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სახლი საახალწლოდ – ნიცა თავაძე კადრებს გვიზიარებს

December 6, 2023
VIDEO: „მიესალმე ხალხს…“ – ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები
საზოგადოება

VIDEO: „მიესალმე ხალხს…“ – ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები

December 6, 2023
“კიდევ ერთი მორიგი, ძალიან უაზრო მზადება, თავპირის მტვრევა გზებზე…” – რას წერს მამა კოლხი?
საზოგადოება

„მე არ ვაპირებ შეგუებას, არც გაჩუმებას… არც მასკარადში, არც მარაზმში ცხოვრებას…“ – პეტრე კოლხი

December 6, 2023
Next Post
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს

საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი გარდაიცვალა

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

“ვხედავ ჩამქრალ სანთლებს ეკლესიაში… საპატრიარქოს უპირისპირდებიან… ” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • როგორია 2024 წლის საქორწინო ასტროპროგნოზი
  • როგორ გავმდიდრდეთ 2024 წელს – ასტროლოგების რჩევები
  • როგორი ამინდი იქნება 10 დეკემბრამდე – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სახლი საახალწლოდ – ნიცა თავაძე კადრებს გვიზიარებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge