ყველა ადამიანს ბედნიერს სხვადასხვა ქმედება, შეგრძნება, ემოცია ხდის. ზოგისთვის ეს გამარჯვების გრძნობაა, ზოგისთვის – ემოციური კმაყოფილება, ზოგისთვის – მხარდაჭერა… გაიგეთ, რაშია თქვენი ბედნიერება, რა განიჭებთ ამ შეგრძნებას.
ვერძი
ვერძებს გამარჯვების გრძნობა გაბედნიერებთ. თქვენ ძალზე კონკურენტუნარიანი და ამბიციური ხართ. ვერ იტანთ, როცა ვინმე რამეზე, განსაკუთრებით, სამუშაოსთან დაკავშირებით, უარს გეუბნებათ. ხართ შრომისმოყვარე და ძალისხმევას არ იშურებთ, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღოთ. მნიშვნელობა არ აქვს, გამარჯვება დიდია თუ პატარა, ეს თქვენ დიდ სიხარულს განიჭებთ.
კურო
გახარებთ ყველაფერი, რასაც თქვენთვის ემოციური კმაყოფილების მოტანა შეუძლია. კუროების უმრავლესობა მგრძნობიარენი ხართ და დიდ სიხარულს ნახულობთ იმაში, რასაც გემრიელი და სასიამოვნო სუნი აქვს, რაც ლამაზად გამოიყურება ან მიმზიდველად ჟღერს. ეს თქვენთვის ერთგვარი ემოციური განტვირთვაა, რისგანაც ნამდვილ ტკბობას განიცდით.
ტყუპები
ბედნიერი ხართ, როცა დიდხანს საუბრობთ თქვენთვის ნამდვილად ახლობელ ადამიანებთან, ვისაც თქვენი გაბედნიერება შეუძლია. ხართ გულღია ადამიანი, რომელიც დიდ სიამოვნებას პოულობს სოციალურ ურთიერთობებში. მხოლოდ ტელეფონით საუბრისასაც კი შეგიძლიათ, შეიგრძნოთ რაღაც ღრმა და დროის მიღმა მდგომი განცდა.
კირჩხიბი
კირჩხიბები უდიდეს ბედნიერებასა და ტკბობას მაშინ განიცდით, როდესაც ახლობლების მხარდაჭერას გრძნობთ. მგრძნობიარე გული გაქვთ, სწორედ ამიტომ ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა ვინმე დამატებით ემოციურ იმპულსს გჩუქნით. ეს გეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.
ლომი
თქვენ გულწრფელად ბედნიერი საკუთარი ეგოს წყალობით ხართ. თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას. მიუხედავად ამისა, თქვენი ეგო სხვების წინაშე საკმაოდ დაუცველია. ამგვარად, უდიდეს სიხარულს პოულობთ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე თქვენს დადებით თვისებებზე საუბრობს.
ქალწული
თქვენი ყველაზე დიდი სიხარულია, როცა კონკრეტულ პრობლემას ან ამოცანას წყვეტთ. სხვებისგან საიდუმლოებების სიყვარულით გამოირჩევით. მუდამ სიხარულით ხართ მზად პრობლემის გადასაჭრელად და მნიშვნელობა არ აქვს, ის თქვენ გიკავშირდებათ თუ სხვა ადამიანს.
სასწორი
თქვენ ნამდვილად ბედნიერი ხართ მხიარული ადამიანების წრეში. სასწორებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან შერწყმა გჩვევიათ, ვერ იტანთ მარტოობას. ყოველთვის ცდილობთ, რომ გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებსაც დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ. მხოლოდ ასეთ დადებით ვიბრაციებს შეუძლია თქვენი გაბედნიერება.
მორიელი
მორიელებს ნამდვილ სიხარულს კარგი მუსიკა განიჭებთ. შეიძლება, არ აღიაროთ, მაგრამ თქვენი იდეალური ღამე ყოველთვის მოიცავს მუსიკას ამა თუ იმ სახით. ხშირად ესწრებით კონცერტებს. თუნდაც, ძველმოდური, მყუდრო ღამე კარაოკეში ნამდვილ ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ძალზე უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ უბედნიერესი მაშინ ხართ, როცა შესაძლებლობა გეძლევათ, რაიმე კარგ ფასად შეიძინოთ. ისე მიეჩვიეთ შევაჭრებას, რომ ეს თქვენი ჩვევების, პრაქტიკულად, განუყოფელი ნაწილი გახდა. და კიდევ ერთი – მხოლოდ ასე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არსებული ბიუჯეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გეყოფათ. ამიტომ თქვენთვის ნამდვილი ბედნიერებაა ხარჯების შემცირება.
თხის რქა
თხის რქები ძალიან შრომისმოყვარენი ხართ. მუდამ დაძაბულობაში იმყოფებით და უსაქმოდ ყოფნა არ გჩვევიათ. სულ მცირე წვრილმანიც კი, რაც შეკეთებას მოითხოვს, მხედველობიდან არ გამოგრჩებათ. სწორედ ამიტომ თქვენი ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ დასვენებაში იმალება. ძილი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თქვენთვის საუკეთესო ჯილდოა.
მერწყული
მერწყულები ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით ნამდვილ ტკბობას იღებთ. საიდუმლო არაა, რომ ბევრი მერწყული გენიალური აზროვნებით გამოირჩევა. გაქვთ მახვილი გონება და მუდამ მზად ხართ, ახალი რამ შეისწავლოთ. სწორედ ამიტომ გიყვართ ცინცხალი შთაბეჭდილებები და ცოდნის შეძენა. ამ სიახლეებს კი მუდამ თვითგანვითარების შესაძლებლობად განიხილავთ.
თევზები
თევზები ბედნიერები ხართ, როდესაც თქვენს შემოქმედებით ხედვას ავლენთ. ამიტომ, ამისთვის აუცილებლად გამონახეთ დრო. თქვენ ძალზე ემოციური და მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ხშირად გჭირდებათ განმუხტვა. შემოქმედება კი იდეალური გამოსავალია, თან ამას თქვენთვის უდიდესი ბედნიერების მოტანა შეუძლია.
წყარო:თბილისელები