გაციება გამოწვეულია ვირუსებით და არა წვიმით.
თუმცა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასველებამ და სიცივემ შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემა, რაც ზრდის გაციების რისკს.
საჭიროა თუ არა წვიმაში დასველების თავიდან აცილება?
გარეთ წვიმის გახანგრძლივებული ზემოქმედების შედეგად დასველებამ და სიცივემ შეიძლება შეამციროს იმუნური სისტემის ეფექტურობა, რაც ზრდის გაციების ვირუსის გავრცელების რისკს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ აუცილებლად გაცივდებით.
შეიძლება თუ არა წვიმაში ყოფნისას გაცივდეთ?
გაციება ხდება ვირუსების და არა წვიმის გამო.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცივემ – სხეულის ტემპერატურის დაქვეითებამ – შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, რაც მათი ვირუსებით ინფიცირების ალბათობას ზრდის.
200-ზე მეტი ვირუსი იწვევს გაციებას. გადამდები ვირუსები ჰაერწვეთოვანი გზითა და მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით გადადის. გაციება ასევე შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ადამიანი მიკრობებთან შეხების შემდეგ პირს, თვალებს ან ცხვირს ხელით ეხება.
შეგიძლიათ თუ არა თავიდან აიცილოთ გაციება?
გაციების ალბათობის შესამცირებლად რამდენიმე გზა არსებობს:
ხელების ხშირად დაბანა;
საკვების, სასმელებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაზიარებისგან თავის შეკავება იმ ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა ინფიცირებულები იყვნენ;
თვალებზე, პირზე ან ცხვირზე არასაჭირო შეხების თავიდან აცილება;
აუცილებელია ჯანსაღი კვება იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
რეგულარული ვარჯიში;
საკმარისი ძილი
თუ გაცივდით, სასურველია დასვენება, ბევრი სითხის მიღება, საჭირო მედიკამენტების დალევა.
წყარო; მკურნალი