კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის, დიდი დიღმისა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 10 ოქტომბერს 20:00 საათზე 1 543 აბონენტს შეუწყდა და 11 ოქტომბერს, 21:00 საათზე აღდგება.