მუსიკოსი დათო ფორჩხიძე 1974 წლის 28 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, 90-იან წლებში ახალგაზრდებისთვის ნამდვილ კერპად იქცა. იშვიათად ჩნდებოდა მსმენელის წინაშე, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მან ჯგუფ “სახესთან” ერთად არაერთი ჰიტი შექმნა და შეასრულა და საქმიანობას დღემდე აგრძელებს – რამდენიმე წლის წინ პროექტ „ვოისის“ მწვრთნელისა და „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო.
“შეყვარებულები მყავდა თუ არა? არა, არ მყავდა. ვინც შემიყვარდა, მოვიყვანე კიდეც ცოლად. 25 წლის ვიყავი მაშინ, – ამბობდა მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში. – ხატია მეგობრების წრეში გავიცანი. ლევან ლაზარიშვილის ნათესავია. ამიტომ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ ვთხოვე, ნუ გავართულებთ ყველაფერს, შენ შენს გზაზე წადი და მე ჩემს გზაზე წავალ-მეთქი. წავიდა… ორ კვირაში ისე მომენატრა, ვეღარ ვძლებდი. დიდხანს მახვეწნინა, ექვსი თვე დავდევდი. ბოლოს ვუთხარი, ცოლად მინდა მოგიყვანო-მეთქი. შვიდი წლით უფროსი ვარ მასზე. 18 წლის იყო მაშინ და ბრძოლა დამჭირდა მის მშობლებთან. ვფიქრობდი, მე როგორ მიწუნებენ-მეთქი. მალე დავამტკიცე, რომ ღირსი ვიყავი ხატიასი”. განაგრძეთ კითხვა