Ambebi.ge ისრაელში მცხოვრებ ქართველს, ქეთი გოგავას, დაუკავშირდა.
გთავაზობთ ინტერვიუს.
ქეთი გოგავა:
– ძალიან დაძაბული სიტუაციაა. განგაშის ხმა ისმის. ბევრს უნდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ძალიან გართულდა ყველაფერი, ბილეთები საშინლად გაძვირდა. ახლა ამბობენ, რომ ფრენებიც შეწყდება. საშინელებაა, საქართველოს მთავრობამ დანიშნოს რეისები და გაიყვანონ ხალხი, ვიდრე უბედურება არ მოხდება. დღეს აქაც დაბომბეს, მაინტერესებს რატომ არ გავყვართ საქართველოს მთავრობას. მე საქართველოს მოქალაქე ვარ.
ეს არ დამთავრდება ასე მარტივად, ყველას უნდა წამოსვლა. საკვების საყიდლად ვერ გავედი გარეთ, მეშინია. წყალი მომიტანა იმ ებრაელმა, ვისთანაც ვმუშაობ, მაგრამ მასაც ისე ეშინოდა. თან არც წყალი იყო მარკეტში…
სხვა ქართველებიც შეშინებულები არიან, დაბრუნებას ფიქრობენ, მაგრამ ბილეთებს ნახულობ და საშინელი ფასები აქვს. სად აქვს ხალხს იმის ფული, რომ ასეთი გაზრდილი ფასებით ბილეთები იყიდოს. სამი დღეა არ დამიძინია, იმის შიშით, რომ ქვეყანაში ტერორისტები არიან. გუშინ სამი დაიჭირეს ქალაქ მათანიაში… განაგრძეთ კითხვა ბმულზე