Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სიმღერა ციხეში დავიწყე და მას მერე აღარც გავჩერებულვარ… ბრიუსელში მოწესრიგებული ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება“ – 76 წლის ასაკში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

October 9, 2023
„სიმღერა ციხეში დავიწყე და მას მერე აღარც გავჩერებულვარ… ბრიუსელში მოწესრიგებული ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება“ – 76 წლის ასაკში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელგიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.  ფერაძე ოთხი წლის განმავლობაში ანსამბლ „დიელოს“ უცვლელი წევრი იყო. 70-იან წლებში იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზის მომღერალი ქალი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 80-იან წლებში მღეროდა ქალაქურ სიმღერებს. ცხოვრების ბოლო წლები ბელგიაში, სამშობლოსგან შორს, დაბრუნების იმედით გაატარა.

„სიმღერა ციხეში დავიწყე და მას მერე აღარც გავჩერებულვარ... ბრიუსელში მოწესრიგებული ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება“ – 76 წლის ასაკში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

მისი ბედი სავსე იყო დრამატული მოვლენებით. სამწუხაროდ, არ გაუმართლა პირად ცხოვრებაშიც. მე-17 დაბადების დღის აღნიშვნისას მომხდარი ჩხუბის გამო დააპატიმრეს და ადამიანის დაჭრისთვის გაასამართლეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უდანაშაულო იყო. მიუხედავად ამისა, ციხეს ემადლიერება და ამბობს, რომ რეალური ცხოვრება იქ ისწავლა. განვლილი ცხოვრების გზასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ინტერვუში იხსენებს: „სანამ ციხეში მოვხვდებოდი, მიამიტი, რომანტიკული გოგო ვიყავი. ფაქტობრივად, ციხეში ვისწავლე ცხოვრება. იქ რომ მეგობრობა იციან და დამოკიდებულებებში სისუფთავე, აქ ისეთი არ არის. დიდი ბიბლიოთეკა იყო და უამრავი წიგნი წავიკითხე. ღვთის სიტყვაც იქ ვისწავლე, ბიბლიას გავეცანი. ციხის მერე კინოსამსახიობო სასწავლებელშიც ჩავაბარე.

სანამ დამიჭერდნენ, სუხიშვილების ანსამბლის ფილიალში ვცეკვავდი, ვუკრავდი კიდეც, მაგრამ არ ვმღეროდი. სიმღერაც ციხეში დავიწყე და მას მერე აღარც გავჩერებულვარ.

სამშობლოდან შორს ყოფნა ძალიან მიჭირს. ვგრძნობ, რომ ფიზიკურად ვარ უცხოეთში, თორემ გული თბილისში მაქვს დატოვებული. ბრიუსელში მოწესრიგებული ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება. მტკივა მისი ტკივილი და მიხარია მისი სიხარული. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს ყველა ქართველი. თბილისის მენტალიტეტი სულ სხვაა. მტკვრის ჩურჩული მენატრება. მთელი ჩემი შემოქმედება საქართველოს ეძღვნება. ყველაზე გულიანად აქ მემღერება.”

„სიმღერა ციხეში დავიწყე და მას მერე აღარც გავჩერებულვარ... ბრიუსელში მოწესრიგებული ცხოვრებაა, მაგრამ მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება“ – 76 წლის ასაკში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, სიცოცხლეში საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა, მეგობრები, კოლეგები თუ უბრალოდ მისი გულშემატკივრები უკანასკნელ გზაზე თბილი სიტყვებით შორიდან აცილებენ.

 

 

 

წყარო:მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?
  • კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge