ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, იასპი, ზურმუხტი ან ობსიდიანი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
არ ვარგა ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება, საბუთების გაფორმება. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი, იასპი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, სუნთქვითი ვარჯიშები. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, კირჩხიბებისთვის
ხუთშაბათი
აქტიურად იმოქმედეთ. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, სასიყვარულო ურთიერთობა, წყლის პროცედურები. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა ან იაგუნდი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
პარასკევი
იყავით ყურადღებით. არ ვარგა თმის შეჭრა, სტომატოლოგიური პროცედურები, ახალი კავშირები, საფინანსო ოპერაციები. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა, მცენარეების დარგვა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს. მოერიდეთ ხალხის მასებს, ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებას, ვაჭრობას. კარგია მშენებლობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
გამახვილდება ინტუიცია. კარგია ადგილსამყოფელის შეცვლა, საზოგადოებრივი საქმიანობა, დიეტის დაწყება, მასაჟი. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ლაბრადორი ან ცირკონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
წყარო:თბილისელები