სექტემბერი სტიქიებითა და პოლიტიკური დაპირისპირებებით საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი, ვარსკვლავებზე და პლანეტებზე დაკვირვებით გვამცნობს, შემოდგომის შუა სეზონი, ოქტომბრის თვე დისჰარმონიული აღმოჩნდება ფინანსური კუთხით. ასევე, მოიმატებს გაუაზრებელი მოქმედებები, ცდუნებები და ერთგვარი საფრთხეები. თუმცა, თვის განმავლობაში არის პერიოდები, როცა სასურველია მოლაპარაკებების წარმოება, საქმეების დაწყება და აქტიური მოქმდება.
– ბატონო მიხეილ, იქნებ წინასწარი პროგნოზი გაგვაცნოთ, რას გვპირდებიან ოქტომბრის თვეში ვარსკვლავები და პლანეტები, რომელი სფერო აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ და ზოგადად, როგორი იქნება თვის პირველი ნახევარი?
– ოქტომბრის დასაწყისი არ იქნება მარტივი. განსაკუთრებით დისჰარმონიული აღმოჩნდება ფინანსური სფერო. სავსემთვარეობის ფაზის ძლიერი ენერგეტიკა 29 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის შუალედში, განაპირობებს იმპულსურ და გაუაზრებელ მოქმედებებს, რაც განსაკუთრებით საზიანო იქნება ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის. ყველაზე რთული აღმოჩნდება 4-8 ოქტომბრის პერიოდი.
– რა არ არის რეკომენდებული ამ დროს?
– ამ დროს არ შეიძლება აჩქარება, მით უმეტეს, რომ სწრაფი შედეგის მიღების ცდუნება მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც განაპირობებს შეცდომებსა და საფრთხეებს. ამიტომ, სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა, საქმე თუ გეგმა თვის მეორე ნახევრისთვის გადაიდოს.
– ეს სიტუაცია თვის შუა რიცხვებში თუ დასტაბილურდება?
– დიახ, 13 რიცხვიდან საერთო მდგომარეობა სწრაფად დაიწყებს გამოსწორებას. ამ დროს თამამად შეიძლება ახალი პროექტებისა და ძველი გეგმების განხორციელება, ახალი საქმეების დაწყება. სასიკეთო შედეგს გამოიღებს ბიზნესმოლაპარაკებები, მნიშვნელოვნად გამყარდება საქმიანი პარტნიორული, საოჯახო და სასიყვარულო კავშირები. 18 რიცხვის შემდგომ კი მზე და პლანეტა მერკური დატოვებს მთვარის კვანძების ნეგატიური ზემოქმედების ზონას, რაც ადამიანებში გაზრდის ენერგიულობას, შინაგანი თავისუფლებისა და წარმატებების სურვილს, გააჩენს მოტივაციასა და ბრძოლისუნარიანობას.
– რას უნდა ველოდოთ თვის ბოლოს?
– 21-27 ოქტომბრის დროის მონაკვეთში დედამიწის სასიკეთო ვიბრაციები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. 23 რიცხვიდან მზეც გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, სადაც 12 ოქტომბრის შემდგომ იმოძრავებს პლანეტა მარსი. პლანეტარული ენერგიების ამგვარი ცვლილება დედამიწის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუძლიერებს თავდაჯერებულობას, რისი გააზრებულად გამოყენების შემთხვევაში, დადებით შედეგებს მოუტანს ადრე მოფიქრებულ და დაგეგმილ საქმეებში. ამას ხელს შეუწყობს პლანეტა ვენერაც, რომელიც 9 ოქტომბრის შემდეგ სახლს დაიდებს ქალწულის ზოდიაქოში. ამიტომ თვის ბოლო დეკადაში მოიმატებს ურთიერთგაგება, გაადვილდება ხელმძღვანელობასთან და საქმიან პარტნიორებთან შეთანხმებების მიღწევა და მოლაპარაკება. ცოტა ხნით გაუმჯობესდება პოლიტიკური კლიმატიც, გამოჩნდება ზრდისა და განვითარების დამაკმაყოფილებელი პერსპექტივები. დასტაბილურდება აქციებისა და ვალუტის კურსები, გაიზრდება საინვესტიციო აქტიურობა. მთლიანობაში კი დრო ხელს უწყობს ადრე დაგეგმილ და კარგად გააზრებულ დიდ შენაძენებს, საქმესა თუ ქონებაში ფულის დაბანდებას, თამამ გადაწყვეტილებებს. მაგრამ სასურველია ყველაფერი მოესწროს 27 ოქტომბრამდე.
– 27 რიცხვის შემდგომ დედამიწაზე კოსმოსიდან ნეგატიური ენერგიები წამოვა?
– მართალია, 28 რიცხვის შემდგომ სასიკეთო კოსმიური ენერგიები ისევ შესუსტდება, დედამიწის ბიოსფეროს დაძაბულობა კი მოიმატებს. ამგვარად, თვის ბოლო დღეები და ნოემბრის დასაწყისი ნაკლებად ხელსაყრელია საქმეებისა და ინიციატივებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
ჰოროსკოპი – ზოდიაქოს
ნიშნები – Tbiliselebi.ge
კვირის დღეების ასტროპროგნოზი
14:00
მიხეილ ცაგარელი
კვირის პროგნოზი 16 – 22 ოქტომბერი
10:00
შეუცნობელი
რა არის ადამიანის ბიოენერგია და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ მდგომარეობაზე
10:00 06.10
ზოდიაქოს ნიშნები
რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე
10:00 04.10
კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
კვირის დღეების ასტროპროგნოზი
14:00 02.10
მიხეილ ცაგარელი
კვირის პროგნოზი 2 – 8 ოქტომბერი
10:00 02.10მეტის ნახვა
ახალი ნომერი – №40
2-8 ოქტომბერი
კვირის ყველაზე კითხვადი
როგორ უშლის ზოგიერთ მამაკაცს ხელს დედის გავლენის ქვეშ ყოფნა საყვარელ ქალზე დაქორწინებაში
გულახდილი საუბარი
ბროწეულის ქერქის სამკურნალო თვისებები
ბროწეული
ვინ აღიარა ერეკლე ჯაბადარი ვირტუოზ შემსრულებლად და როგორ გააცნო მან ქართველ კომპოზიტორთა სკოლა ევროპას
ერეკლე ჯაბადარი
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი
იმუნიტეტი
კოლიტის მკურნალობა
კოლიტის მკურნალობა
კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
წყარო:თბილისელები