ჰამასის თავდასხმების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
დაღუპულთა შორის არის ოჯახი – თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი.
„ჰამასის ტერორისტებმა გაანადგურეს მთელი ოჯახი. სიტყვები არ მყოფნის, კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“- ნათქვამია ინფორმაციაში.