სილამაზის და სიყვარულის მოსაზიდი რიტუალი
მოამზადეთ რძე, ნაკურთხი ან სუფთა ადგილებიდან აღებული წყაროს წყალი და ვარდის ზეთი. აავსეთ აბაზანა წყლით, შემდეგ ჩაასხით ერთი ჭიქა რძე, ნაკურთხი წყალი და ორი-სამი წვეთი ვარდის ზეთი. ბოლოს ჩაყარეთ ერთი კოვზი საჭმელი მარილი. ჩაწექით აბაზანაში, დახუჭეთ თვალი და წარმოთქვით: “შენ, წყალო, მისმინე. ნურც აიმღვრევი, ნურც ადუღდები, ნურც აორთქლდები. იზრუნე ჩემზე. მომეცი ძალა, ვიყო ლამაზი, ტანადი და სასურველი.”
დაახლოებით ოცი წუთი იწექით წყალში. როდესაც წამოდგებით აბაზანიდან და წყლის გადაღვრას დაიწყებთ, წარმოთქვით სიტყვები: “გამიტანებია შენთვის ავი თვალი, სევდა, დარდი, სხვისი შური. დატოვე მზე, ნათელი, ყველაფერი კარგი.” აბაზანის მერე ტანი გაიმშრალეთ წითელი ან ვარდისფერი პირსახოცით (სპეციალურად ამ რიტუალისთვის ნაყიდი), მიუახლოვდით სარკეს, აანთეთ წითელი თაფლის სანთელი და დააკვირდით სარკეში თქვენს ორეულს. შემდეგ წარმოთქვით: “მე შენ მიყვარხარ. მე მიყვარს სამყარო და მე ვარ სიყვარულის სათავე. მე მზად ვარ ბედნიერებისთვის. მე ვარ მაგნიტი ბედნიერების, მე ვიზიდავ იღბალს. მე ვიზიდავ დიდ ზღაპრულ სიყვარულს, ნამდვილს და წრფელს. და იქნება ასე! და იქნება ასე! და იქნება ასე!”
ახალმთვარეობის რიტუალი, რომელიც გაპოვნინებთ ბედს
იმისთვის, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვისაა განკუთვნილი ბედისწერის მიერ, გთავაზობთ შედეგ რიტუალს: – ახალმთვარეობის პირველ საღამოს გაშიშვლდით, აიღეთ სუფთა ჯამი, სასურველია წარწერების და ნახატების გარეშე. ჩაასხით სუფთა წყალი ან ნაკურთხი (უარყოფითი ენერგიებისაგან გაწმენდილი), ჩააგდეთ თასში ერთი წითელი ვარდის თავი, ვარდის ზეთი – ოთხი წვეთი. აანთეთ წითელი თაფლის სანთელი და წარმოთქვით: “მთვარის ბილიკო, მოიყვანე ჩემთან ჩემი ბედის ადამიანი.” – გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ ამ წყლით დაიბანეთ პირი, დაისველეთ ტერფები და სახლის კარის სახელურიც დაასველეთ. რამდენიმე წვეთი დაასხით შემოსასვლელი სახლის კართან. ამ რიტუალიდან მინიმუმ ერთ, მაქსიმუმ სამი თვის თავზე, თქვენი ბედი გამოჩნდება.
სასიყვარულო რიტუალი ახალმთვარეობაზე
თუ უკვე შეხვდით იმ ადამიანს, ვინც გიყვართ და თვლით, რომ ის არის თქვენი მეორე ნახევარი და გსურთ ცხოვრება მას დაუკავშიროთ, ის კი არ ჩქარობს და ორჭოფობს, ახალმთვარეობაზე შეკერეთ ან მოქსოვეთ მისთვის რაიმე და აჩუქეთ სავსემთვარეობაზე. უახლოეს დღეებში ელოდეთ მისგან თქვენთვის სასურველ შემოთავაზებას.
ერთგულების შელოცვაძველ დროს ახალმთვარეობაზე
ქალები მაგიურ რიტუალებს მიმართავდნენ, რომ მათი საყვარელი ადამიანი დაცული ყოფილიყო ცდუნებისაგან. ამისთვის საჭიროა სამი დაფნის ფოთოლი, წითელი თაფლის სანთელი, სუფთა ფურცელი და საწერი კალამი. ფურცელზე დაწერეთ იმ ადამიანის სახელი, ვისაც იცავთ ცდუნებისაგან. შემდეგ გადაკეცეთ და ამავე ფურცელში ჩადეთ დაფნის ფოთოლი. კიდევ გადაკეცეთ. ყოველი დაფნის ფურცლის ჩადებაზე მისი სახელი ხმამაღლა წარმოთქვით. როდესაც სამივე დაფნის ფურცელს ჩადებთ, დალუქეთ ანთებული სანთლის ცვილით ეს დაკეცილი ფურცელი, შემდეგ შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ ნახავს.
თუ გსურთ, მოიზიდოთ თაყვანისმცემლები
ახალმთვარეობაზე მარჯვენა ფეხის წვერზე დაბზრიალდით და ჩაილაპარაკეთ: “დაე, ისე იტრიალონ ჩემ ირგვლივ კაცებმა, როგორც მე ვტრიალებ, მთვარევ, შენ ირგვლივ.” გაგრძელება
წყარო – ambebi.ge