Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისში, სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს

October 7, 2023
თბილისში, სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს

თბილისში, სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს
თბი­ლის­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც “ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2023-ის” ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე გან­მარ­ტავს, ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა­დას­ხვა სი­ახ­ლით ხვდე­ბი­ან, მათ შო­რის, მთა­ვა­რი სი­ახ­ლე, მას­ტერკლა­სია, რო­მე­ლიც ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში 15:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და სტუმ­რებს უფა­სო ვი­ზი­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბას, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნამ­დე იმა­ზე ბევ­რმა სტუ­მარ­მა მო­ი­ყა­რა თავი, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში.

„ფეს­ტი­ვა­ლის­თვის დიდი ხა­ნია, რაც ვემ­ზა­დე­ბით. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს სხვა­დას­ხვა სი­ახ­ლე შეგ­ვე­ტა­ნა ფეს­ტი­ვალ­ში. მთა­ვა­რი სი­ახ­ლეა მას­ტერკლა­სის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში 15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც ხე­დავთ, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნამ­დე უფრო ბევ­რი ხალ­ხი იყო, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში. ეს მე­ტყვე­ლებს, რომ ინ­ტე­რე­სი ფეს­ტი­ვა­ლის მი­მართ წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. წელს შევ­ცვა­ლეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, ვე­ცა­დეთ სხვა­დას­ხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხით ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც მიგ­ვეწვდი­ნა ხმა. ტუ­რის­ტებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და, რათა ფეს­ტი­ვალს დას­წრე­ბოდ­ნენ. ად­გილ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არი­ან ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი. წარ­მოდ­გე­ნი­ლია „კო­ლორ ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ბეჭდ­ვით მი­მარ­თუ­ლე­ბას. კომ­პა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლია ღვი­ნის ეტი­კე­ტე­ბით, ჩა­ჩე­ბით, რაც ღვი­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათი მთა­ვა­რი სლო­გა­ნია: „კარგ ღვი­ნოს კარ­გი ეტი­კე­ტი სჭირ­დე­ბა“. სა­ბო­ლო­ოდ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფეს­ტი­ვალ­ში სამი მხა­რეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სო­მე­ლი­ე­ე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. მსგავ­სი ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლი ხელს უწყობს სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლის მჭიდ­რო კავ­შირს, რაც აი­სა­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან, ლო­ი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამას ადას­ტუ­რებს ის, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია ერ­თგუ­ლად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას”,- აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

რო­გორც კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ნა­თია დგე­ბუ­ა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სახე მი­ი­ღო.

„ფეს­ტი­ვალს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს აერ­თი­ა­ნებს, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მცი­რე მარ­ნე­ბი. გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, იქ­ნე­ბა ეს ქარ­თვე­ლე­ბი, თუ ტუ­რის­ტე­ბი. ტუ­რის­ტე­ბი დიდი ნა­კა­დია თავ­მოყ­რი­ლი ფეს­ტი­ვალ­ზე. ძა­ლი­ან ბევ­რი მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლი უნდა იყოს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ფეს­ტი­ვალ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი სახე მი­ი­ღო”,- აღ­ნიშ­ნა ნა­თია დგე­ბუ­ა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ებს, რო­გორც ისი­ნი გან­მარ­ტა­ვენ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ხელს უწყობს კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის ზრდას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

„დი­ლი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან ღვი­ნოს უკე­თე­სად ეც­ნო­ბი­ან”, – აღ­ნიშ­ნა “ექ­სპო­ნა­ტის მარ­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და ის 19:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. სტუმ­რებს 50-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლის პრო­დუქ­ცი­ის დე­გუს­ტა­ცი­ი­სა და შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მათ შო­რის არის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო, პური, ყვე­ლი, ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, თაფ­ლი და სხვა. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ისე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბიც, რო­გო­რი­ცაა ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნო. ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე უფ­რო­სე­ბის­თვის. ად­გილ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რო­გორც ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, ასე­ვე ბენ­დე­ბის.

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge