საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ტვიტერში“ წერს.
„მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ“, – აღნიშნავს ჰადას მეიცადი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ამასთან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.