Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ, რომელია ზოდიაქოს ყველაზე შეუთავსებელი ნიშნები?

October 6, 2023
რისი ნიჭი აქვს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

4 ყველაზე შეუთავსებელ წყვილი.

ტყუ­პები და მშვილ­დოსა­ნი

ტყუპები მშვილდოსნის ოპო­ზი­ცი­აა. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით დე­მა­გო­გია. თუმ­ცა, ტყუპ­საც არა­ნაკ­ლებ უყ­ვარს მახ­ვილ­სი­ტყვა­ო­ბა და ლაქ­ლა­ქი. შე­სა­ბა­მი­სად, ცოლ-ქმარს შო­რის რო­მე­ლი­მეს მა­ინც ხომ უნდა გა­აჩ­ნდეს მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა? ნე­ლე­ბად, ყვე­ლა­ზე ხში­რად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­ზობ­ლე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან.

სა­მა­გი­ე­როდ, ტყუპ­ზე კარ­გად არა­ვის შე­უძ­ლია მშვილ­დო­სა­ნი ახალ-ახა­ლი გმი­რო­ბე­ბის ჩა­დე­ნის­კენ და ქმე­დე­ბის­კენ წა­ა­ქე­ზოს. ჰა­ე­რი ხომ ცე­ცხლს უფრო აღ­ვი­ვებს. ხოლო თა­ვად მშვილ­დო­სა­ნი კარ­გად ახერხებს ჰა­ე­რო­ვა­ნი ტყუ­პები, თა­ვი­სი მარ­თა­ლია არ­ცთუ ტაქ­ტი­ა­ნი კრი­ტი­კით, ზოგ­ჯერ და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი და იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან იხ­სნას. ცე­ცხლი ხომ ჟანგბადს შთან­თქავს.

მერ­წყუ­ლი და ლომი

ეს წყვილი მედ­ლის ორი მხა­რეა. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ერთი შე­ხედ­ვით, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი არა­ფე­რია სხვა თუ არა ერთი მთლი­ა­ნო­ბის ორი სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც დიდი შან­სი აქვს გამ­თლი­ან­დეს და ჰარ­მო­ნია შექ­მნას. მერ­წყულს რომ ჰკი­თხო, ლო­მის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ტრა­ბა­ხი, უფ­რო­სო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სხვი­სი ხე­ლით საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის ჩვე­ვა აღი­ზი­ა­ნებს. ამ დროს, თა­ვა­დაც არა­ნაკ­ლებ მიდ­რე­კი­ლია სხვე­ბის მარ­თვის და ლი­დე­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის­კენ. თუმ­ცა, ამას ლო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ ჰუ­მა­ნურ-მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ოს­ტა­ტუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნა­რით ნიღ­ბავს. ჰოდა, თუ თვალს თა­მა­მად გა­უს­წო­რებთ სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, ძვირ­ფა­სო ლო­მე­ბო და მერ­წყუ­ლე­ბო, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ ხან­გრძლი­ვად იცხოვ­როთ ჰარ­მო­ნი­ა­ში.

ვერ­ძი და თხის რქა

ამ­ბო­ბენ, რომ ორი რქი­ა­ნის ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. თუმ­ცა, არც მთლად მა­სეა საქ­მე, ბა­ტო­ნე­ბო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ვერ­ძი ისე თხის რქა უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი, ამ ორს შო­რი­საც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი და რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი დუ­ე­ტი. სა­ა­მი­სოდ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, სა­ერ­თო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბიც გა­აჩ­ნდეს. ქმა­რი თხის რქა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­მო­უ­ტე­რი, სპონ­სო­რი ან თა­ნა­შემ­წე იქ­ნე­ბა ცოლი ვერ­ძის­თვის, რო­მელ­საც იდე­ე­ბი და კრე­ა­ტი­ვი რო­გორც წესი, თავ­ზე საყ­რე­ლად გა­აჩ­ნია. თუმ­ცა, მათი რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის გზებს ვერ პო­უ­ლობს, ან ნე­ბის­ყო­ფა არ ყოფ­ნის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად. ჰოდა, თხის რქა ქმარ­ზე უკე­თეს იმპრე­სა­რი­ოს სად იშოვ­ნის კაცი?

ქალ­წუ­ლი და მშვილ­დო­სა­ნი

ერთი შე­ხედ­ვით ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია, რა ესაქ­მე­ბა ამ ორს ერ­თად? მა­ნი­ა­კა­ლუ­რო­ბამ­დე წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი, მე­თო­დუ­რი და ხან­და­ხან უზო­მოდ ხელ­მომ­ჭირ­ნე ქალ­წუ­ლი, ხში­რად მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მოჰ­ყავს მშვილ­დოს­ნის უმი­სა­მარ­თო ხელ­გაშ­ლი­ლო­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის არ­ქო­ნა­სა და თავ­ქა­რი­ან ხა­სი­ათს. ჰოდა, გე­კი­თხე­ბით რა უნდა ამ ორს ერ­თად? თუმ­ცა, თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლი­ათ მცი­რე­ო­დე­ნი კომ­პრო­მი­სე­ბის ხარ­ჯზე, ერ­თმა­ნე­თის ხა­სი­ა­თე­ბი და­ა­ბა­ლან­სონ. მშვილ­დო­სა­ნი ქალ­წულს ოპ­ტი­მიზმს, ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბას და მოგ­ზა­უ­რო­ბის სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლის, ქალ­წუ­ლი კი მის უთავ­ბო­ლო ხა­სი­ათს და ჩვე­ვებს “და­ა­ლა­გებს” და და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ჰოდა, რა­ტო­მაც არა?

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეს თბილისში წყალმომარაგება შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • ღრუბლიანობა, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge