“რამდენ უბედურებას იტევს ეს ერთი წინადადება? 14 წლის ბავშვს ქმარი რანაირად ყავს?” – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს, რითიც საგარეჯოში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმიანება.?
“14 წლის ბავშვი მოკლა ქმარმა… რამდენ უბედურებას იტევს ეს ერთი წინადადება?!
14 წლის ბავშვს ქმარი რანაირად ყავს? ეს სისხლის სანართლის დანაშაულია. ეს უკვე ნიშნავს, რომ პედოფილია დაშვებულია და სახელმწიფო არ რეაგირებს!
სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი გოგოები. ბავშვთა ქორწინების პრობლემა ვერ მოაგვარა და იმიტომ ვერ მოაგვარა, რომ ფეხებზე ჰკიდია ბავშვები, ფეხებზე ჰკიდია, რომ უამრავი მავნე პრაქტიკა არსებობს ქალების და გოგოების წინააღმდეგ, ფეხებზე ჰკიდია გენდერული თანასწორობა და ზოგადად ყველანაირი თანასწორობა.
გენდერული თანასწორობის საბჭო პრობლემას ვერ ხედავს, როცა პაპუაშვილი პარლამენტარ ქალს ნივთივით მიათრევს სხდომათა დარბაზში. მისი თავმჯდომარე წილოსანი კი შალვა რამიშვილისნაირ თახსირებს იცავას, ხოლო პარლამენტარი ქალის მიმართ გამოთქმულ მუქარებს იწონებს და იმეორებს.
ქართულმა ოცნებამ თავად მიიღო მოძალადე კაცის სახე! კობახიძე-ღარიბაშვილები ამაყობენ საკუთარი უზრდელობით და ხეპრეობით და ეს ჰგონიათ კაცობა მაგ კაცმაცუნებს. ისეთი მშიშრები გახდნენ, ქუჩაში კი არა ტუალეტშიც დაცვით დადიან და პირიდან დუჟი სდით ცოფიანი ლაპარაკით. გადაყვნენ კაგებეშნიკი ფარცხალაძის დაცვას და ვინც მართლა დასაცავია, ფეხებზე ჰყავთ დაკიდებული.
დაკანონებული პედოფილიით გინდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ნიკაპაწეულო ამპარტავნებო? თუ, ბოდიში, არ გინდათ… ეს ჩვენ გვინდა – ხალხს და მივიღებთ კიდეც, თქვენით ან უთქვენოდ!” – წერს პატარაია.
ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა რაც ცოლად მოიყვანა.