რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 14 წლისლუკა წივილაშვილის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 1-წუთიან ვიდეოში ლუკა “შუშანიკის წამებაზე“ ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ არ აინტერესებს მე-5 საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ ვინ აწამა.
“რა აუცილებელი იყო, იაკობ, ამ ყველაფრის დაწერა, რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდა?“ – ამბობს ვიდეოში ლუკა.
ადამიანების ნაწილმა ლუკას ხუმრობა ვერ გაიგო და ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
“ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას. ვფიქრობ, არ იყო ამდენი ნეგატივი საჭირო, მითუმეტეს სრულწლოვანი ადამიანების მხრიდან. ხუმრობა არ უნდა გახდეს ბულინგის მიზეზი“ – ამბობს ლუკა წივილაშვილი.
ლუკა ამბობს, რომ არ ეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა მის ხუმრობით ჩაწერილ ვიდეოს.
“შუშანიკში ისეთი სიტყვები წერია, თითქოს სხვა ენას სწავლობ. ძალიან რთულია შინაარსის გამოტანა. ერთ დღეს ვწავლობდი შუშანიკს და გადავწყვიტე პატარა ვიდეო ჩამეწერა “ტიკტოკისთვის“. ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდი,“ – ამბობს ლუკა.
მისი თქმით, რაც “ტიკ-ტოკზე“ ვიდეოების განთავსება დაიწყო, ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარა.
“ყოფილა შემთხვევა ქვები უსვრით ბავშვებს ქუჩაში. რამდენიმე დღის წინ ბავშვი მოვიდა, თავში წამომარტყა და წავიდა. “ტიკტოკი“ რომ შევქმენი, ნამდვილად არ ვიყავი ამ ნეგატივისთვის მზად,“- ამბობს ლუკა. მისი თქმით, არასტანდარტული სტილის სასწავლო პროცესი, უფრო უადვილებს ბავშვებს დამახსოვრებას, შესბამისად, უკეთესადაც სწავლობენ…”
წყარო: ambebi.ge