Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იმკურნალეთ კარალიოკით

October 5, 2023
იმკურნალეთ კარალიოკით

კარალიოკი – ამ სეზონის კიდევ ერთი ხილია, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. სიცივეში ადამიანის ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ბევრი ვიტამინი, კარალიოკი კი ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების საბადოა.

გაზაფხულზე და შემოდგომით ჩვენი იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტდება. ცივ ამინდებში კარალიოკში არსებული უამრავი C ვიტამინი შველის რესპირატორულ დაავადებებს და გრიპს, ხოლო ბეტა-კაროტინის საშუალებით ახალი იმუნური უჯრედები ყალიბდება.

ის ასევე, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რადგან მდიდარია საკვები უჯრედისით, რომელიც კუჭ-ნაწლავის სწორად მოქმედებისთვის არის საჭირო. კარალიოკი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ B6-ს და ფოლიუმის მჟავას, რომლის წყალობითაც რეგულირდება საჭმლის მონელების პროცესი.

კარალიოკი გარდა C და B ვიტამინებისა, მდიდარია A ვიტამინითაც, რომელიც მხედველობისთვისაა აუცილებელი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასე რომ, კარალიოკი კონიუნქტივისა და მხედველობის სხვა პრობლემების წინააღმდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

კარალიოკი ძლიერი შარდმდენია. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს გამოდევნის და კალიუმის წყალობით არ გამოაქვს ორგანიზმიდან საჭირო მინერალები და ვიტამინები.

უამრავი ვიტამინის გარდა, კარალიოკი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს.

ვიტამინების ფართო სპექტრის გარდა, კარალიოკი ანტიოქსიდანტებითაა გაჯერებული და სწორედ ფლავონოიდები აძლევს ამ ხილს სიმტკიცისა და სიმაგრეს, რაც თავის მხრივ ღრძილების სიჯანსაღისთვისაა საჭირო. სხვათა შორის, დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს სწორედ კარალიოკის კანი შეიცავს, რომელსაც მისი ჭამის დროს დიდი ენთუზიაზმით ვაცლით ხოლმე.

კარალიოკი თავისი თვისებებით განსაკუთრებით სასარგებლოა გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. დღეში 2-3 ცალი კარალიოკი გულის ტკივილს ბევრად შეგიმსუბუქებთ, ასევე ათეროსკლეროზთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

კარალიოკი ენერგიით ავსებს და არის ანტისტრესული საშუალება.

უნდა აღინიშნოს, რომ კარალიოკი საკმაოდ კალორიულია და დიაბეტის მქონე პირებმა მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა მოხდა ქუთაისში? – ახალი დეტალები მდინარე რიონში დაღუპული 19 წლის გოგოს შესახებ
  • ცნობილია ქუთაისში, მდინარე რიონში დაღუპული 19 წლის გოგოს ვინაობა
  • 10 მაისიდან თბილისში გადაადგილების მარშრუტი იცვლება – ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge