ბოლო პერიოდში ცნობილი ქართველები არაერთხელ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. ცოტა ხნის წინ გახმაურდა ფაქტი, როდესაც ტელეწამყვანების გია ჯაჯანიძისა და ნოე სულაბერიძის სახელს ამერიკის ყალბი ვიზების დამზადების მიზნით იყენებდნენ. მაშინ თაღლითური ჯგუფი დააკავეს. ახლახანს კი ცნობილი გახდა ახალი თაღლითური სქემის შესახებ – “ლატარია”, რომლის მსხვერპლი ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე გახდნენ, გაცილებით მასშტაბურია და მეტი დაზარალებული ჰყავს.
ერთი თვის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” სოფო ნიჟარაძის ყალბი გვერდით ლატარია შედგა. გვერდზე გამოქვეყნდა უხმო ვიდეო, სადაც სოფო ნიჟარაძე და მომღერალი გიგი ადამაშვილი ჩანდნენ. მომღერლის ყალბი გვერდი ითხოვდა, რომ გულშემატკივრებს ვიდეოს კომენტარებში დაეწერათ ნებისმიერი რიცხვი, შემდგომ დარეგისტრირებულიყვნენ კონკრეტულ საიტზე, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევდნენ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებდა 5 ათას დოლარს. ფეიკ-გვერდი “ლატარიის” დასრულებისთანავე გაუქმდა.
თაღლითური სქემის შემდეგი მსხვერპლი ლელა წურწუმია აღმოჩნდა. თუმცა, მისი სახელით გაკეთებული ყალბი გვერდი მხოლოდ ფულს არა, მანქანას და ძვირადღირებულ ნივთებსაც ათამაშებდა. მათი მიერ შეთავაზებულ საიტზე დარეგისტრირებულ ხალხს კი, საბანკო ანგარიშებიდან თანხა ჩამოეჭრათ.