ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის
მიღწევების დრო გეწყებათ. ეს შეიძლება იყოს წარმატება კარიერაში ან იმ პერსონისგან გათავისუფლება, ვინც ხელს გიშლიდათ წინსვლაში, თავისი ავტორიტეტით გპრესავდათ. შეგეცვლებათ სტატუსი, უფრო უკეთესი გახდებით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ იოლად მიაღწევთ ყველაფერს. თუმცა, თუ მოინდომებთ, გამარჯვებული გამოხვალთ.
3 ოქტომბერი – შავი მთვარე (ლილიტი) გადავა ქალწულში. ფრთხილად საზღვარგარეთ და ყველაფერ უცხოურთან. ვიზის გაფორმებისას, ბილეთების შეძენისას. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მეუღლის ნათესავებთან.
5 ოქტომბერი — მარსი დაღმავალ კვანძთან ქმნის ასპექტს. მიხვდებით, რომ მეტის მიღწევა გსურთ, მოიცილებთ იმას, რაც განძრევის საშუალებას არ გაძლევდათ. ახლა უფრო გაგიადვილდებათ დაწინაურება. არაა გამორიცხული, რომ შეიმსუბუქოთ საქმეები ასისტენტის დახმარებით. იმავე დღეს მერკური გადადის სასწორში, თქვენი კარიერის სფეროში. გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ხელშეკრულებას. მოაწესრიგეთ თქვენი პირადი ცხოვრება.
8-12 ოქტომბრის პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ამ დღეს რამდენიმე პლანეტა უსიამოვნო ასპექტს ქმნის ერთმანეთთან. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. ილუზიებს აყოლილი ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს. მოიმატებს პრობლემებური სიტუაციების ალბათობა. დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ გამონათქვამები, გადახედეთ შესრულებულ საქმეებს და გამოასწორეთ უზუსტობები.
9 ოქტომბერი — მარსი-პლუტონის დაძაბული ასპექტი მოგცემთ ენერგიას, რომ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. ახლა დაწყებული პატარ-პატარა ცვლილებები შედეგს მოგიტანთ მომავალი წლის გაზაფხულზე