კენკრა — მცენარის უხსნადი მრავალთესლიანი, იშვიათად ერთთესლიანი ნაყოფი. მომწიფებისას მთელი ნაყოფსაფარი წვნიანი, ეგზოკარპიუმი — თხელკანიანი. კენკრა აქვს ვაზს, ხურტკმელს, მოხარს, შტოშს და სხვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მარწყვის, ჟოლოსა და ლეღვის ნაყოფს ხშირად უმართებულოდ კენკრას ეძახიან.
მარწყვი — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე.
მარწყვი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის ორგანიზმს ბუნებრივად აწვდის ვიტამინებს, ბოჭკოს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ცნობილია როგორც პოლიფენოლები – ყოველგვარი ნატრიუმის, ცხიმისა და ქოლესტერინის გარეშე. მარწყვი შედის 20 საუკეთესო ხილს შორის ანტიოქსიდანტური შესაძლებლობებით, არის მანგანუმისა და კალიუმის კარგი წყარო. მხოლოდ ერთი პორცია – დაახლოებით რვა მარწყვი – უზრუნველყოფს C ვიტამინს უფრო მეტ დოზას, ვიდრე ფორთოხალი.
მოცვი — მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება.
მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), კატეხინებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავეებს, ფლავიონიდებს, ასკორბინის მჟავას, B,C,D ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს. ლურჯ მოცვს აქვს
დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხოლო მოცვის სიროფი მკურნალობს ხველას და რესპირატორულ ინფექციებს. მას აქვს ძლიერი ბაქტერიციდული და ანტივირუსული თვისებები. ეს ხელს უწყობს სხეულისგან ტოქსინების მოცილებას და აძლიერებს იმუნიტეტს.
მაყვალი — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე — ტურიონებზე — მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. მაყვალი შეიცავს ნუტრეინებსა და სამკურნალო ნივთიერებებს. მათ შორის: საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას, ლიმონმჟავას, ღვინის მჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს. ვიტამინებს: B, C, E, K, P, PP და სასარგებლო წიაღისეულს: კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს, პექტინს. სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს. მის შემადგენლობაში შედის მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი და ა.შ. ხალხურ მედიცინაში, მაყვალი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად და ვიტამინების მარაგის შესავსებად.
ასაი – ასაი ბერიმ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვა.ის ასევე შეიცავს ომეგა-3, 6 და 9 ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას, ორგანიზმში ქოლესტერინის დონის რეგულირებას და სისხლძარღვების სიჯანსაღეს.გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ასაი ბერი ჩირის ან საკვები ფხვნილის სახით იყიდება. ის შეგიძლიათ დაამატოთ სმუზებში, ფაფებში ან ენერგეტიკულ ბურთულებში.
გოჯი ბერი – მისი სამშობლო ჩინეთია. ის ჩინურ ხალხურ მედიცინაში, ათასობით წლების განმავლობაში გამოიყენებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა კენკრის მსგავსად, გოჯი ბერი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ზეაქსანტინით, რომელიც თვალი ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის მდიდარია C და A ვიტამინებით, რკინით და თუთიით.
ჟოლო — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით.
როგორც ყველა ხილი, ჟოლოც მდიდარია წყლით, შეიცავს ცოტაოდენ შაქარს და კიდევ უფრო ნაკლებ ცხიმს, თუმცა გამოირჩევა ბოჭკოს შემცველობით. 100 გ ჟოლო ბოჭკოს სადღეღამისო მოთხოვნილების თითქმის 13%-ს ფარავს.
ახალდაკრეფილი 100 გ ჟოლო შეიცავს დაახლოებით 84,3 გ წყალს, 6,7 გ (1,4 გ ხსნად და 5,3 უხსნელ) ბოჭკოს, 4,8 გ შაქარს (1,8 გ გლუკოზას, 2 გ ფრუქტოზას), 1,3 გ ცილას, 0,3 გ ცხიმს.
ჟოლო ნაკლებკალორიულ ხილად ითვლება – 100 გრამი სულ 35-მდე კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს. შედარებისთვის: იმავე რაოდენობის ბლის ენერგეტიკული ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია, ხოლო ბანანისა 95 კილოკალორიას აღწევს.