უპირველეს ყოვლისა, არ აირჩიოთ სასეირნოდ ხალხმრავალი ადგილები: მაღაზიები, სუპერმარკეტები, დატვირთული გამზირები. შეეცადეთ არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ მაინც გჭირდებათ ბავშვის ხალხმრავალ ადგილას წაყვანა, უპირატესობა მიანიჭეთ არა ეტლს, არამედ სლინგს. ასე უცნობებს ნაკლებად გაუჩნდებათ ცდუნება, შეეხონ პატარას და მიუახლოვდნენ მას.
თუ თქვენი ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დადის და აქტიურად არის დაინტერესებული მის გარშემო არსებული სამყაროთი, ყურადღება მიაქციეთ, რას ეხება. ნებისმიერი დედა, რომელიც ბავშვთან ერთად შედის საზოგადოებრივ ტუალეტში, აუცილებლად გააფრთხილებს მას, ხელით არაფერს შეეხოს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ჭუჭყიანი ნივთები ბავშვებისთვის ძალიან ხელმისაწვდომია.
მეცნიერულად დადასტურებულია: ჭურჭლის სარეცხი სამზარეულოს ღრუბელი დაახლოებით 135 ათას ბაქტერიას შეიცავს, ხოლო უნიტაზის საფარქვეშ 3 მილიონზე მეტი ბაქტერია შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზოგიერთი საშიში მიკრობები, როგორიცაა სალმონელა, შეიძლება საჭრელ დაფაზე 1 თვემდე დარჩეს.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სახლში ბავშვისთვის ყველაზე საშიში ადგილებია:
საპირფარეშო,
აბაზანა,
სამზარეულო
შესასვლელი.
რაც შეეხება ქუჩაში გასვლას, გარეთ მშობლები ყოველთვის არ ფრთხილობენ, თუმცა მთავარი საფრთხე ბავშვს სწორედ სახლის გარეთ ელოდება. რატომ? რადგან ბინიდან გასვლისას ის სრულიად უცხო და უცნობ ვირუსებსა და ბაქტერიებს ხვდება. ეს განსაკუთრებით საშიშია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე, ხშირად მოავადე ბავშვებისთვის.
მაშ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სეირნობის დროს და რომელი საგნებია ყველაზე ბინძური?
ღილაკები ლიფტში, დამაფონზე – წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი ეხება ამ საგანს ყოველდღიურად?
საზოგადოებრივ ტრანსპორტში კარის სახელურები და მოაჯირები ბაქტერიების საყვარელი ჰაბიტატია. მაგალითად, ტუბერკულოზის ბაცილა, რომელიც შესანიშნავად ძლებს გარემო პირობებში და შეუძლია ავტობუსის მოაჯირზე ექვს თვემდე იცხოვროს.
ფული (ტყუილად არ ეძახიან მას ბინძურს).
კომპიუტერის კლავიატურა. აქ უფრო მეტი მიკრობი შეიძლება დაგროვდეს, ვიდრე ტუალეტის საფარზე.
ეტლები სუპერმარკეტებში. მათ ფსკერზე უამრავი ბაქტერია გროვდება.
კლინიკა. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი არაფერს ეხება, სანამ თქვენს რიგს ელოდებით. ზოგიერთი ბაქტერია და ვირუსი შეიძლება ძალიან სწრაფად გავრცელდეს და შეაღწიოს მეზობელ ოთახებში.
საზოგადოებრივი ტუალეტები. უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი აქ არაფერს შეეხება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ხელების დაბანა ან სველი ხელსახოცით გაწმენდა აუცილებელია.
წყარო – mshoblebi.ge