Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს – რა გახდა მიზეზი

January 13, 2021
ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს – რა გახდა მიზეზი

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა-ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს.

„მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში.

გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მაშინდელ განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნავდა, რომ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე, დასის უპატივცემულობა იყო.

9 იანვარს თეატრმა კონტრაქტი დროებით შეაჩერა და გადაწყვიტა, რომ საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელისა და ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილიყო.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, თავად ანანიაშვილმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პარალელურად, ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში – 21 წლის გიორგი მინდაძე განაჩენის მოლოდინში
  • „გული მომიკვდა, ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი…“ – რას წერს მერაბ მეტრეველი?
  • „გაუქმდა 170-ზე მეტი ავიარეისი, შეყოვნდა 30 000-ზე მეტი მგზავრი…“ – რა ხდება საფრანგეთში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge