5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.
მასწავლებელთა პროფესიული დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.