Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის, როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – თქვენთვის საჭირო რჩევები ექიმი პულმონოლოგისგან

October 5, 2023
რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის, როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – თქვენთვის საჭირო რჩევები ექიმი პულმონოლოგისგან

Influenza, flu season, cold concept. Close up view of cup of hot green tea, pills, digital thermometer and saucer with lemon slices on bedside table, tissues and nightlight on background.

რა განსხვავებაა გრიპს და გაციებას შორის ?  როდის უნდა მივმართოთ ექიმს? გრიპისა და გაციების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ამიტომ, ადამიანებს მათი გარჩევა უჭირთ. ისინი ხშირად არასწორი მედიკამენტებით იწყებენ მკურნალობას და შედეგი არა აქვთ. შემოდგომა გრიპებისა და გაციების სეზონია. რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ, ქუთაისის რეფერალური კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი პულმონოლოგი, ინდირა კოპალეიშვილი საუბრობს.

ექიმი პულმონოლოგი, ინდირა კოპალეიშვილი
დავიწყოთ გრიპის და გაციების შედარებით, რადგან ორივეს გამომწვევი მიზეზი ვირუსია. გაციებისა და გრიპის სიმპტომები თითქმის ერთნაირია, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან სიმწვავითა და ხანგრძლივობით განსხვავდებიან. გაციებაც და გრიპიც საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გრიპის სიმპტომები უფრო დიდხანს, 3-4 კვირას შენარჩუნდეს. გაციებისას ჩივილები უფრო ნაკლებად მწვავეა, ვიდრე გრიპისას. თვითშეგრძნების თვალსაზრისით, შეიძლება, ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავება გაგვიჭირდეს და სიმპტომებიც ინდივიდუალური ხასიათით გამოგვივლინდეს.

გაციების სიმპტომებია: იგი ვლინდება ეტაპობვრივად, სიცხე იშვიათია, ტკივილი მსუბუქი, შემცივნება იშვიათი, სურდო ხშირი, ყელის ტკივილი ხშირი, ხველა მსუბუქიდან მწვავემდე, თავის ტკივილი იშვიათი. გრიპის სომპტომებია: უეცარი, მწვავე დასაწყისი, ძლიერი შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა-38,5 ზე მეტი. ცემინება,სურდო და ყელის ტკივილი შედარებით იშვიათად არის გამოხატული.ხველა ხშირია, ასევე თავის ტკივილი. გაციების დროს რაიმე სახის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოსალოდნელი არ არის. ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს სინუსიტი, გამწვავდეს ასთმა, აღინიშნოს მეორადი ინფექციები, აი, გრიპის დროს კი სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც მოსალოდნელია. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), სხვა თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი).

გაციების თავიდან არიდება შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანით და გაციებული ადამიანისგან თავის არიდებით, რადგან მისი გამომწვევი საწინააღმდეგო ზუსტი მკურნალობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ამჟამინდელი თერაპია მხოლოდ სიმპტომების მკურნალობისკენ არის მიმართული. ხოლო გრიპის მკურნალობა სპეციალური ანტივირუსული პრეპარატებით მიმდინარეობს.მისი პრევენციის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა.
საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და შესაბამისად, აცრები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის. როგორ ავირიდოთ თავიდან გრიპი? მოვერიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით. რაც შეიძლება ხშირად გავანიავოთ საცხოვრებელი ადგილი და დავალაგოთ სველი წესით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • „თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“ – გერმანიის ელჩი საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge