“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა ვარამია კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ბოდიში, მაგრამ თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოება მოითხოვს (პანდემია კი უმაღლესი რანგის ალარმია), ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში, იძულების გამოყენებით. სამედიცინო გამონაკლისების (ალერგია და ასე შემდეგ) გამონაკლისებით.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, უმნიშვნელოვანესი უფლებების შეზღუდვაა დაშვებული. კი ბატონო, საკუთარი სხეულის სრულად კონტროლის უფლება, ძალიან მაღალი გარანტიებით დაცული უფლებაა. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე უფლებრივ კლასტერს განეკუთვნება აბორტი, რომელიც ძალიან ბევრ და ძალიან ცივილიზებულ ქვეყნებშია აკრძალული. ჩვენთანაც, პირველი ტრიმესტრის მერე. და აბორტი თუ მკვლელობაა, აცრებზე მასობრივი უარი – გენოციდის ეფექტის მქონე შეიძლება გახდეს.
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი მგონია, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი პრევალირებს ინდივიდუალურს (საქ. კონსტ. ამას ლეგიტიმური მიზანი ქვია და ჩამოთვლილია კიდეც, როდის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი სიკეთე აღმატებული ინდივიდუალურზე. ცხადია, პროპორციულობის დაცვით).” – წერს გვარამია.