კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი წლებია პოპულარობას არ კარგავს. მათ შესახებ საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებს.
ანუკი არეშიძეს, ორი ძმა ჰყავს, რატი და გიორგი.
გიორგი არეშიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სკანდალურად გაიცნო. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე პარტიის გამარჯვების შემდეგ მერიაში დასაქმდა, რის შემდეგად ფინანსურ სკანდალში გაეხვა და მაშინ კალაძემ ცოლის ძმას სამსახურიდან წასვლა ურჩია. გიორგი არეშიძე ბიზნესს დაუბრუნდა. ახალგარზდას ცოლი, მარიამ ფანჯავიძე და ორი შვილი ჰყავს.
წყვილი აქტიურობს სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში გამოჩენას არ ერიდება. მარიამ ფანჯავიძემ ცოტა ხნის წინ დიზაინერობა დაიწყო და საკუთარი მაღაზიაც კი გახსნა. ახალბედა დიზაინერის სამოსი მულის, ანუკი არეშიძის ბრენდისგან განსხვავებით საშუალო ფენაზეა გათვლილი და ფასები 150-250 ლარამდეა.
რაც შეეხება ანუკის უფროს ძმას, რატის, მის შესახებ საზოგადოებაში არაფერია ცნობილი. მისმა სახელმა 2016 წელს მედიაში გაიჟღერა, როდესაც თბილისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მაშინ 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, 26 წლის გიორგი ყანჩაველი და 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს.
მაშინ ფეიქრიშვილის მეუღლე თათა ჩინჩალაძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლის დაკავებაში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო დამნაშავე. ჩინჩალაძის სიტყვებით, კალაძეს ფეიქრიშვილის დაპატიმრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან მეგობრობის გამო სურდა. ჩინჩალაძე ასევე აცხადებდა, რომ კალაძესა და მის მეუღლეს შორის შუამავალი იყო ვიცე-პრემიერის მეუღლის ანუკი არეშიძის ძმა, ვინმე რატი, რომელმაც ღამე დაურეკა და მამაკაცს ქვეყნის დატოვება ურჩია.
რატი სოციალური ქსელით არ სარგებლობს, მისი ორი ფოტო დას, ანუკი არეშიძეს აქვს გამოქვეყნებული. რატი დაოჯახებულია და ჰყავს მეუღლე სოფია მაღლაკელიძე და ორი ვაჟი.
ანუკი არეშიძის ოთხი ვაჟი და მისი ძმის შვილები დიდ დროს ატარებენ ერთად. ესწრებიან კალაძე-არეშიძის ოჯახურ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას.
ანუკი არეშიძის უფროსი რძალი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია, ძმა კი ბიზნესით არის დაკავებული. მას არასოდეს უმუშავია თანამდებობაზე.
წყარო: ambebi.ge