Thursday, November 30, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

October 3, 2023
10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო
Share on FacebookShare on Twitter

შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის შემოდგომა წლის საუკეთესო სეზონია. ყველაზე ლამაზი და ფერადოვანი რომ არის, ამაზე, მგონი, დავაც არ ღირს. მაგრამ ესთეტიკური სიამოვნების მიღებასთან ერთად, კიდევ უამრავი რამ არსებობს, რითაც ოქროსფერ შემოდგომაზე შეგიძლია თავი შეიქციო და ამ სეზონის მთელი ხიბლი შეიგრძნო.

აი, მაგალითად…

ასევე წაიკითხე

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება

“ახლა მოვიდა თაობა, რომლის ქალები საკუთარ მეორე ნახევრებს…” – რას აცხადებს ლალი მოროშკინა

1. დილით ადრე გაღვიძება

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Tenor

იტყვი, ისედაც ყოველდღე ადრე ვიღვიძებო, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ. დილით, როგორც წესი, ვჩქარობთ ხოლმე — სასწავლებელში ან სამსახურში გავრბივართ. ამ სიჩქარეში ხშირად ვერ ვამჩნევთ, რამდენად გამორჩეულია შემოდგომის დილა — მზის პირველი ოქროსფერი სხივებით, ნისლითა და ჩამოცვენილი ფოთლებით, რომლებიც მეეზოვეს ჯერ არ დაუხვეტია. ნუ იჩქარებ, კარგად დააკვირდი ყველაფერს და დილის გრილი ჰაერიც ხარბად შეისუნთქე.

2. ფოთლების შეგროვება

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

თუ ჩამოცვენილ ფოთლებს მართლაც მანამდე მიუსწარი, სანამ მეეზოვე დახვეტს, შეგიძლია, ბავშვობა გაიხსენო და ზუსტად ისე შევარდე გროვაში, როგორც წინათ. დამიჯერე, სიხარულს ძველებურად იგრძნობ. ეგეც რომ არა, შემოდგომით სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფოთლების შეგროვება შეგიძლია, რომელთაც შემდეგ წიგნის ფურცლებს შორის შეინახავ.

3. ფოტოსესიის მოწყობა — გინდ გარეთ და გინდ შინ

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

ფოთოლცვენა განსაკუთრებით ლამაზი ქარის ან ოდნავ ძლიერი ნიავის დროსაა — სასწაულად მომხიბვლელი ფოტოები და ვიდეოები გამოდის მაშინ. ამასთან, თუკი სათანადოდ შეარჩევ სამოსს გარდერობიდან, შეუდარებელი კონტრასტის ფოტოებს გადაიღებ და საკუთარი ინსტაგრამის გადახალისებასაც შეძლებ.

გარეთ დიდხანს გასვლას თუ ვერ ახერხებ, არც მაგაზე დაიწყვიტო გული. შემოდგომის ნობათით ზუსტად იმდენადვე შთამბეჭდავი ნატურმორტები გამოდის, როგორც პეიზაჟები. ამისთვის შეგროვებული ფოთლების გამოყენებაც შეგიძლია.

4. საშემოდგომო კულინარია

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

თუკი გარეთ ისეთი ქარი ან წვიმაა, რომ ფოთლების შესაგროვებლადაც კი არ გაისვლება, შინ მაინც უამრავი საქმე შეიძლება გამოიჩინო. ამ სეზონს განსაკუთრებულად უხდება წვნიანები — მით უმეტეს, როცა გარეთ უკვე აცივდა და შენ ჯერ გათბობის ჩართვა არ გინდა. ახალ-ახალი გემრიელობების მომზადება საშემოდგომო ხილით და ბოსტნეულითაც შეგიძლია. აი, გოგრის ნამცხვარზე რას იტყვი, მაგალითად? თუ საკმარისად მოღუშული ამინდია, ცხელი სასმელებიც ხომ მისწრებაა!

5. საშემოდგომო ფლეილისტის შედგენა

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

სასუსნავების მზადებისთვის ან ოქროსფერ ხეივანში სეირნობისთვის აუცილებლად დაგჭირდება შესაფერისი განწყობის შექმნა. აი, ეს კი მუსიკას მიანდე. მუსიკის აღქმა ხომ ინდივიდუალურია — ჰოდა, შენც დამოუკიდებლად და გულდასმით შეარჩიე სიმღერები, რომლებიც საშემოდგომო განწყობას გიქმნის. მე, მაგალითად, შემოდგომაზე ტეილორ სვიფტის რომელიმე ალბომის თავიდან ბოლომდე მოსმენას არაფერი მირჩევნია.

6. ბაღში ფუსფუსი

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

და მაინც — შემოდგომის მთავარი ხიბლი მისი ნობათია. თუკი სახლთან ახლოს ბაღი გაქვს, ხომ გადასარევი, თუმცა, სხვა შემთხვევაში შეგიძლია, სოფლად წახვიდე და რთველში ჩაერთო, მაგალითად. მოსავლის აღება-დაბინავებაში მონაწილეობა კი შეიძლება დამღლელად ჟღერდეს, მაგრამ ბაღში ფუსფუსს და მიწასთან ურთიერთობას თერაპიული ეფექტიც კი აქვს.

7. ხატვა ბუნებაში

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

ა, კიდევ რა შეგიძლია გარეთ, სანამ თბილა? ხატვა! ოღონდ, მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ხატავ. ბაღში ფუსფუსის არ იყოს, ესეც ერთგვარი თერაპიაა და შემოდგომის თბილ დღეს მოლბერტით ან ბლოკნოტით პარკში გასვლა იმაზე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე გგონია. დახატე არა ის, რასაც ხედავ, არამედ ის — რასაც გრძნობ. მოგონებები ხომ უმთავრესად სწორედ შეგრძნებებს უკავშირდება. შენც ასე შეძლებ, წლევანდელი შემოდგომა აღბეჭდო ფურცელზე და საკუთარ მეხსიერებაშიც.

8. საშიში ისტორიების კითხვა

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

როცა მთელი დღის დაღლილ-დაქანცული შინ მიხვალ და გართობის საშუალებების ძებნას დაიწყებ, დიდი ალბათობით, გარეთ უკვე გვარიანად აცივებული იქნება. ჰოდა, შეგიძლია, დივანზე მოკალათდე, პლედი ფეხებთან შემოიკეცო და საშინელებათა ჟანრის რომელიმე ნაწარმოების კითხვა დაიწყო. შემოდგომას, განსაკუთრებით კი ოქტომბერს, არცერთი სხვა ჟანრი ასე ძალიან არ უხდება.

9. მელანქოლიური ფილმების ყურება

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

აი, კითხვით თუ მოიწყენ, ან უქმეებზე სხვაგვარ თავშესაქცევს მოისურვებ, მაშინ ზაფხულის ბოლოსთვის გადადებულ ფილმებს შეგიძლია მიუბრუნდე. ზაფხულის მიწურულსაც და შემოდგომასაც ერთნაირი, მელანქოლიური განწყობა აქვთ და მსუბუქი რომანტიკული კომედიები ორივე დროს სასიამოვნო საყურებელია.

10. მოგზაურობა

10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო

ფოტო: Giphy

დაბოლოს — არ დაგავიწყდეს, რომ არათუ სამყარო, შენი ქვეყანაც კი იმაზე მეტ აღმოჩენას გიმზადებს, ვიდრე წარმოგიდგენია. მერე რა, თუ საშემოდგომო შვებულების გატარებას პარიზში ვერ მოახერხებ. მე თუ მკითხავ, ფოთოლცვენის სეზონზე პარიზი სილამაზით ვერც საბადურის ტყეს შეედრება და ვერც — ბატეთის ტბას. ამიტომ, უქმეების ქალაქგარეთ გატარება აუცილებლად მიამატე სურვილების სიას.

 

წყარო:ონ.ჯი

სხვა ამბები

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის – ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
საზოგადოება

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება

November 29, 2023
“შეიძლება გათხოვდე, გაეყარო, დაორსულდე… წამიყვანეთ სოფელში!” – რაზე წერს ლალი მოროშკინა
საზოგადოება

“ახლა მოვიდა თაობა, რომლის ქალები საკუთარ მეორე ნახევრებს…” – რას აცხადებს ლალი მოროშკინა

November 29, 2023
გაუარესდება თუ არა ამინდი? – უახლოესი დღეების პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

November 29, 2023
ვიდეო: „წაღებულია მილიონამდე ლარი და ოქრო“ – როგორ მოიპარეს ქუთაისში ლომბარდიდან სეიფი
საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო და ბინები დავტოვეთ” – ზუგდიდში ელექტრომრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა

November 29, 2023
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშება
საზოგადოება

გაფრთხილება! შუქი მთელი დღით ჩაქრება – გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

November 29, 2023
წყალი 24 საათით შეწყდება- შეამოწმეთ თქვენი მისამართი
საზოგადოება

გაფრთხილება! წყალი 6 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

November 29, 2023
Next Post
რისი ნიჭი აქვს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
  • “ახლა მოვიდა თაობა, რომლის ქალები საკუთარ მეორე ნახევრებს…” – რას აცხადებს ლალი მოროშკინა
  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
  • “აფეთქების ხმა იყო და ბინები დავტოვეთ” – ზუგდიდში ელექტრომრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge