ექიმი-კარდიოლოგ ირაკლი ცხვიტავას ახლახან სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება გადასცეს იმ თავგანწირვისთვის, როცა გასული წლის აპრილში ქალი სიკვდილს გადაარჩინა.
სენაკის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა დასახმარებლად გაემართა. მორიგე ექიმი ირაკლი ცხვიტავა ადიდებულ, გაყინულ მდინარეში გადახტა და ქალი გადაარჩინა.
“ტეხურის ხიდთან ხდებოდა ეს ამბავი. არაფერი ჩანდა. ვეძახდით, იქნებ ხმა მიგვეწვდინა მისთვის. უცებ ქალის ხმა მოგვესმა, შველას არ ითხოვდა, უბრალოდ ხმა გავიგეთ, მაგრამ მალევე ეს ხმა დაიკარგა. დრო არ ითმენდა, ვიფიქრე, ალბათ დაიხრჩო-მეთქი. არც დავფიქრებულვარ, ისე შევვარდი წყალში, ორიენტაციით ვეძებდი იმ ადგილს, საიდანაც ხმა მომესმა. გავცურე და შუა მდინარეში ვიპოვე ახალგაზრდა ქალი, გამოვიყვანე როგორც იქნა, ნაპირზე.
ცოტა გადაციებული იყო, მაშველების და პოლიციის დახმარებით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. რომ ვეკითხებოდით. პასუხსაც არ გვცემდა… ღრმა არის იქ წყალი და წუთები მართლა ყველაფერს წყვეტდა. ჩემთან ერთად ექთანი და მძღოლი იყო. მათ ვუთხარი, რომ დროს ვერ დავკარგავდი და შევცურე პირდაპირ. მეგობრებმა გაახმაურეს ეს ამბავი, თორემ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ამას გაკეთებდა. ადამიანის ბუნება ისეთია, განსაცდელში არასდროს დატოვებს მეორე ადამიანს”, – ყვებოდა ექიმი იმ დღეებში.