ესპანური გამოცემა „ასი“ „ნაპოლი“ „რეალის“ მატჩამდე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს გვთავაზობს.
„ – გასული სეზონი 14 გოლით და 14 საგიოლე გადაცემით დაასრულეთ…
– მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შესანიშნავ გუნდში ვარ წარმოუდგენელი სამწრვთნელო შტაბით, წარმოუდგენელი პერსონალით. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემით ვერ მივაღწევდი.
– სამუდამოდ დარჩები ნეაპოლელებისთვის გმირად…
– ხალხი თვეების განმავლობაში ზეიმობდა. მივხვდი, რამდენად დიდი იყო ის, რასაც მივაღწიეთ. აპრილში, “იუვესთან” გამარჯვების შემდეგ. ნეაპოლში რომ დავბრუნდით, ფანებს მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი, არ მჯეროდა. ავტობუსის სახურავზე ავედით და მათთან ერთად ვიზეიმეთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფიონალში მოვხდით და გვაქვს ძალა, უფრო მეტი შეგვიძლია. შარშან კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.
– კრუიფი ამბობდა, რომ ფეხბურთს ადამიანი ქუჩაში სწავლობს…
– ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები ქუჩაში თამაშში გავიზარდეთ. ჩვენ გვაქვს იგივე სტილი, რაც შენობებს შორის თამაშისას ყალიბდება. როგორც ამას ბრაზილიელები აკეთებენ. როცა გუნდთან ვარჯიში დავიწყე და ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვთამაშობდი და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი.
ასეთი პატარა ქვეყნიდან ვარ ჩამოსული, ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი რომ მოხდა და ეს მაგრძნობინებს, რომ როცა სულს დებ საქმეში, რომელსაც აკეთებ, ეს ერთ დღეს აუცილებლად დაგაჯილდოვებს.
– რომელია თქვენი საყვარელი გოლი?
– რომელიც ატალანტას წინააღმდეგ გავიტანე, ძალიან კარგი იყო. და ბოლო, უდინეზესთან, ასევე კარგი იყო.
– დიდხნიან უგოლო სერიაზე რას იტყვით?
– როგორც ფეხბურთელმა, შენ იცი, რომ ყოველთვის არ შეგიძლია იცხოვრო იმის მიხედვით, რასაც შენგან ითხოვენ. უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი მომენტები გელოდებათ და უნდა იმუშაოთ ამის გამოსასწორებლად, გასაუმჯობესებლად.
კრიტიკას ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა: მე მხოლოდ გუნდის დახმარება მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს გოლით იქნება თუ საგოლე გადაცემით. მაგრამ მომენატრა ის გრძნობა, რასაც გოლის გატანისას გრძნობ.
– ახლა ისტორიული ღამეა: მადრიდის რეალი დიეგო არმანდო მარადონაზე მიდის.
– მე გავიზარდე ისე, რომ მადრიდის რეალის თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა ისინი ჩემი კონკურენტები არიან სტადიონზე. შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით.
ბავშვობაში ვუყურებდი მათ და ვცდილობდი მიმებაძა (გულისხმობს გუტის და კრიშტიანუ რონალდუს). მათი თამაში, სტილი, დარტყმები შთამაგონებდა“.
ამავე ინტერვიუში გამოცემა კვარას შესახებ წერს:
“ხვიჩა კავარაცხელიამ თავისი სახელი უკვე ჩაწერა ფეხბურთის ისტორიაში. ოსიმენთან ერთად, მარადონას შემდეგ, ის პირველია, ვინც “ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.მოედანზე ნებისმიერ მეტოქეს უშიშრად ხვდება, მოედნის მიღმა კი თავმდაბალი და მორცხვი ბიჭია. კომპლიმენტებზე წითლდება, მაგრამ როცა საუბრობს, თანდათან წინა პლანზე მოდის მისი კონკურენტული ბუნება.
კვარადონა As-ის ჯგუფს ნაპოლის საწვრთნელ ცენტრშიი შეხვდა, სანამ პირველად დაუპირისპირდება მადრიდის რეალს, გუნდს, რომელსაც ბავშვობაში ტელევიზორიდან გულშემატკივრობდა და რომლის დამარცხებაც ახლა ჩემპიონთა ლიგაზე სურს”.
წყარო: ambebi.ge