2023 წლის ოქტომბერი ბევრ ზოდიაქოს ნიშანს სიახლეებისა და ცვლილებებისკენ უბიძგებს, მაგრამ ამის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევარში ჯობს, როდესაც გაცილებით უკეთესი ასტროლოგიური ვითარება გელით. 12 ოქტომბრამდე ფინანსური მდგომარეობა გაურკვეველია. სავსე მთვარის ენერგია ადამიანებს 29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში ნაჩქარევი და დაუფიქრებელი მოქმედებისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით ბიზნესისა და ინვესტიციების საკითხებში. ამიტომ ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები თვის ბოლოსკენ დაგეგმოთ.
ვერძი
ოქტომბრის თვეში თავს ისე გრძნობთ, როგორც ბრძოლის ველზე მოკავშირეების გარეშე, მარტოდმარტო დარჩენილი ადამიანი. ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გელით, რომელიც ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას შეგახსენებთ.
ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თავად დაზარალდეთ. სავარაუდოდ, ოჯახის ბიუჯეტის განაწილება კამათის და დაპირისპირების ფონზე ჩაივლის, თუმცა გამარჯვება უდავოდ თქვენ დარჩებათ. სასურველია, რომ საკამათო საკითხები მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ – ოჯახის წევრები და ახლობლები ამისთვის მადლობას გეტყვიან.
ფინანსური შემოსავალი გელით, მაგრამ ხარჯებიც გაიზრდება. რიგით თანამშრომლებს კონკურენტების ინტრიგებთან გამკლავება მოუწევთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – დაპირისპირებამდე საქმე არ მივა.
ოქტომბრის ბოლო ათი დღის განმავლობაში (განსაკუთრებით 28-იდან 30 ოქტომბრამდე) ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია პრობლემები. ფრთხილად იარეთ გზებზე, ასევე უფრთხილდით სეზონურ გაციებებს და ინფექციებს.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 22, 26, 31
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 20, 24, 28.
კურო
ბევრ კუროს ოქტომბერი დაამახსოვრდება, როგორც შედარებით წარმატებული, მაგრამ უინტერესო პერიოდი. ოქტომბრის მზის დაბნელება ბევრ თქვენგანს პირადი ცხოვრების გადახედვისკენ უბიძგებს. ეს განსაკუთრებით რთულ წყვილებს და ურთიერთობებს ეხება. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი თვის მეორე ნახევარი იქნება, როდესაც საყვარელ ადამიანთან მორიგი მწვავე კონფლიქტი მოხდება. გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობის გაწყვეტაზე სერიოზულად დაფიქრდეთ.
ფინანსური მდგომარეობის მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
რაც არ უნდა მოხდეს პროფესიულ ასპარეზზე, იუპიტერის დახმარებით წარმატებას მიაღწევთ და პოზიციებს განიმტკიცებთ.
თუ დიეტას არ დაარღვევთ და დილაობით ივარჯიშებთ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 18, 23, 27, 31.
ტყუპები
ოქტომბერში ბევრ თქვენგანს რთული თავსატეხის ამოხსნა მოუწევს, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის! გამჭრიახობის წყალობით, ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით.
ამ თვეში შეყვარებულებმა და მეუღლეებმა ლაპარაკსა და მოქმედებებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. გახსოვდეთ, რომ დუმილი ოქროა და შეიძლება ბევრი პრობლემა აიცილოთ.
მშობლებთან ურთიერთობაშიც მოსალოდნელია სირთულეები. ეს ძველი კონფლიქტის გაგრძელებას ან ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება.
მშობლებს ოქტომბერში ბევრი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ხარჯი ელით. შესაძლოა, თვის ბოლომდე თქვენი საფულე მთლიანად დაცარიელდეს, მაგრამ შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.
ოქტომბერი პროფესიული და საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ დაწყებული პროექტები დაასრულოთ, საბუთები და ფასიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ. სამაგიეროდ, ბიზნესის გაფართოებისთვის სრულიად შეუფერებელი დროა, ვინაიდან შეიძლება უამრავი პრობლემა შეგექმნათ, მათ შორის იურიდიული.
სავსე მთვარისა და მთვარის დაბნელების დღეებში (29-30 ოქტომბერი) ენერგეტიკული პოტენციალის მკვეთრი შემცირება გელით, ამიტომ აქტივობა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 19, 23, 26, 31
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 21, 24, 29.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, ბევრი თქვენგანისთვის შემოდგომის მეორე თვე საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ სირთულეებს უკვე მიეჩვიეთ და უკან დახევას არ აპირებთ.
თვის ბოლოს კირჩხიბ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
ფინანსური თვალსაზრისით ოქტომბერი ნეიტრალური თვეაა. მთავარია, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და თუ შესაძლებელია, ვალების გასტუმრება არ გადადოთ.
ამ თვეს ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ გავლენიანი ადამიანები ან თქვენი ერთ-ერთი მეგობარი. სასიხარულო სიახლე ისაა, რომ ფინანსური უთანხმოებები დასასრულს უახლოვდება, თანამშრომლობა კი გრძელდება.
უფრთხილდით სეზონურ გაციებებს და ინფექციებს, იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. თუ ზედმეტი წონა გაქვთ, დროა თქვენთვის შესაფერისი დიეტა შეარჩიოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 20, 25, 30
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 18, 22, 27.
ლომი
ლომებო, წინ საკმაოდ ხელსაყრელი თვეა, როდესაც ნეგატიური და პოზიტიური კოსმიური გავლენები ერთმანეთს გადაეჯაჭვება, თუმცა ვფიქრობთ, დადებითი ტენდენციები მეტი იქნება.
განქორწინებული ლომები ქონებრივი საკითხების მოგვარებას შედარებით მშვიდობიანი გზით შეძლებენ.
14 ოქტომბრის მზის დაბნელებამ შეიძლება შეყვარებულებს ან მეუღლეებს შორის ემოციური კავშირი გააძლიეროს. გამორიცხული არ არის, რომ თვის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოგზაურობა დაგეგმოთ.
ძველი პრობლემის გამო შეიძლება ნათესავებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. სავარაუდოდ, საქმე თქვენი ან ნათესავების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირდება.
სირთულეების მიუხედავად, ოქტომბერში ფინანსური შემოსავალს რეგულარულად მიიღებთ, თან თანხების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ასე რომ, ლომების უმეტესობა შეძლებს, ვალებს თავი დააღწიოს და ფინანსური საკითხები მოაგვაროს.
თვის ბოლო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია და მაინც, 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელებამ შეიძლება თქვენს საქმიანობაში პრობლემები გამოავლინოს. ჰოროსკოპი ყველა ლომს, განურჩევლად პროფესიისა და პოზიციისა, ურჩევს სიფხიზლე შეინარჩუნოს.
ოქტომბრის ბოლოს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესუსტდება – უფრთხილდით სეზონურ ინფექციებსა და გაციებებს.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 30.
ქალწული
საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერიოდი გელით. თუმცა, ბევრი თქვენგანი უახლოესი წარსული პრობლემების დაძლევას შეძლებს.
ამ თვეში განქორწინების ზღვარზე მყოფი და კონფლიქტური წყვილები ცალ-ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ.
ოქტომბრის მეორე ნახევარში შესაძლოა შარშან დაწყებული კონფლიქტის გამო ნათესავებთან ურთიერთობა გართულდეს.
ოქტომბრის ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას უკავშირდება ეცადეთ მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ.
თუ სასწავლებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში წასვლას აპირებთ, ოქტომბერი ამისთვის მშვენიერი დროა. ეს რჩევა მათაც ეხებათ, ვინც დიდი ხანია სამუშაოს შეცვლას ცდილობს.
ეცადეთ, ოქტომბრის ბოლო ათ დღეში მანქანის მართვისა და მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 20, 24, 29
არახელსაყრელი დღეები ქალწულისთვის: 3, 8, 13, 18, 22, 26, 31.
სასწორი
სასწორი თავს გამოიჩენს, როგორც სასტიკი მესაკუთრე და მატერიალისტი. რა გაეწყობა – ეს დაგროვილი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა და რადგან სწორი მიმართულებით მოძრაობთ, ვარსკვლავები აცილებლად დაგეხმარებიან!
მკაცრი და აგრესიული მარსი თითქმის მთელი თვის მანძილზე სასწორის მებრძოლ სულს აწრთობს. გახსოვდეთ, რომ მარსის საყვარელი თვისებები პირად ურთიერთობებში ვერ დაგეხმარებათ. პირიქით, მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება, მოქნილობა, დელიკატურობა და დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ.
ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია. უფულობა არ გემუქრებათ, მაგრამ ხარჯიც ბევრი გელით.
ოქტომბერში შესაძლოა რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდეს და თავის დასაცავად არგუმენტების მომარაგებაზე უნდა იზრუნოთ.
ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და ფეხით სიარული ემოციების კონტროლში დაგეხმარებათ.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 30.
მორიელი
რთული პერიოდი გელით. გირჩევთ ოქტომბერში მთელი ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ოჯახზე გადაიტანოთ.
ბევრი მორიელისთვის ამ თვის მთავარი მოვლენები პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუ შესაძლებელია, რომ საქმეებს ჩამოსცილდეთ და დაისვენოთ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
ოქტომბრის ფულადი მდგომარეობა გაურკვეველია. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით ყველაფერი ძველებურად დარჩება.
პროფესიული საქმიანობისთვის ყველაზე რთული პერიოდი ოქტომბრის ბოლო დღეებში იქნება. ამ დროს შესაძლოა კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა გართულდეს, რასაც კონფლიქტები მოჰყვება.
გაითვალისწინეთ, რომ 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელებამ შეიძლება ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების და ხისტი განცხადებებისკენ გიბიძგოთ. ეს თქვენთვის არასასურველ შედეგებს მოიტანს, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული და სარისკო ვითარების დროს დახმარებისთვის სანდო მეგობრებს და გავლენიან ნაცნობებს მიმართოთ.
ამ თვეში მორიელების ჯანმრთელობა მთლიანად მის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და უფრთხილდით სეზონურ ინფექციებს. ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის დროს, რადგან არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.
ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 15, 20, 24, 29
მორიელისთვის არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 18, 22, 26, 31.
მშვილდოსანი
ბევრ მშვილდოსანს ოქტომბერი დაამახსოვრდება, როგორც 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი თვე – ზოგი მიმართულებით ბრწყინვალე გამარჯვება გელით, ზოგი მიმართულებით კი – სრული წარუმატებლობა.
ოქტომბრის პირველი ათი დღე და თვის შუა რიცხვები წარმატებული იქნება მარტოხელა მშვილდოსნებისთვის, რომლებიც შეყვარებულს ან ცხოვრების მეგზურს ეძებენ.
28 ოქტომბრის მთვარის დაბნელება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. შეიძლება ყველა საიდუმლო გაცხადდეს, ამიტომ სასურველია, მეუღლისგან ან პარტნიორისგან დასამალი არაფერი გქონდეთ.
ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია – თქვენი შემოსავალი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იზრდება.
მთვარის დაბნელებამ შეიძლება სამსახურში გაუგებრობები და კონფლიქტები გამოიწვიოს. გარდა ამისა, უნდა მოემზადოთ მაკონტროლებელი ორგანოების მოულოდნელი ვიზიტებისთვის.
თვის პირველ ნახევარში მშვილდოსანი აქტიური, ხალისიანი და უაღრესად მიმზიდველია, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს ენერგია და იმუნური სისტემა სუსტდება. ამიტომ გირჩევთ, ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ და სეზონურ დაავადებებს უფრთხილდეთ.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 26, 31
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 20, 24, 29.
თხის რქა
თხის რქებო, ოქტომბერში ბევრი თქვენგანი ზრდასრულ შვილებთან საერთო ენის პოვნას და მათი ზოგი პრობლემის მოგვარებას შეძლებს.
ნაჩხუბარ შეყვარებულებს და მეუღლეებს მშვიდობის დამყარების საშუალება ექნებათ. სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში პრობლემური ურთიერთობები დამშვიდება და დასტაბილურდება, მაგრამ ნუ მოდუნდებით! ოქტომბრის ბოლო ათ დღეში ახალი გაუგებრობები გელით.
ფინანსური პროგნოზი საიმედოა. ხარჯების უმეტესობა მოსალოდნელია თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში. მთვარის დაბნელება (28 ოქტომბერი) ძალაუფლების მქონე პირებთან ან გავლენიან მეგობრებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიტანთ, რომლებიც მომავალ თვეშიც გაგრძელდება.
მუდმივმა სტრესმა შეიძლება ოქტომბერში ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ, დასვენებისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 12, 17, 21, 25, 30
არახელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 19, 23, 27.
მერწყული
მერწყულებო, წინ რთული, მაგრამ ნაყოფიერი და საინტერესო პერიოდია. მთავარია გართობის და მუშაობის პერიოდები ერთმანეთში არ აგერიოთ. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდება, განსაკუთრებით – თუ ემოციების კონტროლი არ გიჭირთ. ნაჩხუბარი წყვილები შეთანხმებას შეძლებენ და გაჭიანურებული დაპირისპირება თანდათან გაქრება.
რაც შეეხება განქორწინებულ მერწყულებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები ოქტომბერში თითქმის სრულად მოგვარდება.
ფინანსური პროგნოზი არცთუ ისე ხელსაყრელია. გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და გარკვეულ ხარჯებზე საერთოდ უარი თქვათ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა ფინანსებთან არასერიოზული დამოკიდებულება უკიდურესად საზიანოა.
ოქტომბრის ბოლოს მეწარმეებს სახელისუფლებო უწყებებთან გაუგებრობები ელით. თუ ეს პრობლემა დროულად არ მოაგვარეთ, ის მომავალ თვეში გაგრძელდება.
ფსიქოემოციური არასტაბილურობის მიუხედავად, ჯანმრთელობის პრობლემები არ გემუქრებათ. მთავარია არ გადააჭარბოთ და ზომიერება დაიცვათ.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 22, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 16, 20, 24, 30.
თევზები
ამ თვეში ბევრ თქვენგანს სურვილებსა და რეალობას შორის ოქროს შუალედის პოვნა მოუწევს. ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის! ასე რომ, დამშვიდდით და შეეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ.
ოქტომბერში ოჯახური კონფლიქტები გახშირდება. ამაში დამნაშავეები თავად თევზები არიან, რომლებიც ზედმეტ სიჯიუტეს ავლენენ. სიტუაციის შედეგი მთლიანად თქვენ ხელშია.
ფინანსური პროგნოზი არასაიმედოა. ამ თვეში ბევრი ხარჯი და ნაკლები შემოსავალი გელით. უკიდურესად რთულ სიტუაციებში შეგიძლიათ ფინანსური დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს ან ძველ მეგობრებს მიმართოთ.
შემოდგომის მეორე თვე პროფესიული საქმიანობისთვის არახელსაყრელია – შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ. ხელმძღვანელი პირებისა და მეწარმეებისთვის მთავარი საზრუნავი პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება იქნება.
თვის ბოლოს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და გახსოვდეთ, რომ ახლა თქვენი სხეული დასუსტებულია და ენერგიის აღდგენა სჭირდება. ასევე, გამოიჩინეთ სიფხიზლე მგზავრობისა და ავტომობილის მართვის დროს. ეს რჩევა განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლო ათ დღეს ეხება.
ხელსაყრელი დღეებია: 1, 6, 12, 17, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 3, 10, 14, 19, 23, 27, 31.