Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქუთაისში უფროსკლასელები არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

October 3, 2023
“მანქანა გადავარდნილი იყო მეორე მხარეს” – ფონიჭალაში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელიც არასრულწლოვანზე უფროსკლასელების მიერ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ასახავს.

აღნიშნულ ფაქტს შსს საგანგებო განცხადების გამოეხმაურა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედია საშუალების დამფუძნებლისა და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია რაიმე ფორმით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნის მიმართ ან მის მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევას.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მნიშვნელოვანია მედიის მიერ ფაქტის გადამოწმება ან მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის, ვიდრე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ან მედიაში მოხდება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანს დამატებით ტრავმა მიაყენოს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9 მაისი ევროპის დღეა – რას უკავშირდება ამ თარიღის შექმნა?
  • დღეს თბილისში წყალმომარაგება შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • ღრუბლიანობა, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge