3 ოქტომბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, მიქატაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 3 ოქტომბერს 23:00 საათიდან 4 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: კარლო მებაღიშვილის, თიანეთის გზატკეცილს, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, ტიხონოვის, ზაქარია მაისურაძის, ვასილ გილისაშვილის, ბარბარე გამრეკელის, ვლადიმერ ჟღენტის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.