“მიმაჩნია, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულიად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე – საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, ცხოვრების წესს ვუბრუნდები… პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ,
ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი” – ეს ერთი, მცირე მონაკვეთია იმ ვრცელი წერილისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წამოსვლისას ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი” – ეს ერთი, მცირე მონაკვეთია იმ ვრცელი წერილისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წამოსვლისას დატოვა. უკვე მეორედ, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების განსჯის მთავარი საგანი სწორედ ეს წერილია. ზოგიერთის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან მხოლოდ ფორმალურად წავიდა და ის ძველებურად შეინარჩუნებს გავლენებს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იგი პოლიტიკიდან ნამდვილად წავიდა, რადგან პასუხისმგებლობას გაერიდა. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ვერსიები ამით არ ამოიწურება, თუმცა ჩვენ ამჯერად იმ ადამიანების პოზიციებით დავინტერესდით, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმოადგენენ.