ქრისტინე იმედაძემ ია ფარულავასთან სტუმრობისას მასზე აგორებულ ჭორებზე ისაუბრა. იამ გაიხსენა ერთი ფაქტი, როდესაც საზოგადოებაში გავრცელდა ხმა, რომ იმედაძე ცნობილი ქალის ქმრის საყვარი იყო.
ია ფარულავა:
– ერთი ჭორი იყო, ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონის ქმართან ვითომ რომანი გქონდა, ძალიან საწყენი იყო. მე მგონი ეგ ჭორი იმ ქალმა თვითონ მოიგონა.
ქრისტინე:
– საერთოდ ხომ ამბობენ, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, ეგ არის არასწორი მიდგომა. არსებობს ჭორები, რომელიც არის გამიზნული და ჰაერიდან ითხზება. შენ ვინც იგულისხმე, იმ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ შემხვედრია იმ მეუღლესთან ერთად.
ია:
– წლების განმავლობაში მაბრალებდნენ ბადრი პატარკაციშვილის საყვარლობას. ბოლოს გავიცანი ეს კაცი, ღმერთმა აცხონოს, თავისივე სასახლეში წვეულება ჰქონდა. მისი მეუღლე მოვიდა და მითხრა, ქალბატონო ია, ვიცი, რომ ეს ჭორი ტყუილი არისო.
ქრისტინე:
– ხანდახან რაღაცებს არ უნდა შეეხონ, მაგრამ ეხებიან.
ია:
– რა ჭორი აგიგორეს, როდესაც პარიზში წახვედი?
– დამაბრალეს, რომ თითქოს მე ვიღაც ბიჭის და გოგოს დასაშორებლად უზარმაზარი თანხა გადამიხადეს და ამისთვის წავედი. ეგეთი ჭორები უფრო მეტად მწყინს, ვიდრე ვიღაცაზე დამაბრალონ. 15 წლიდან ვმუშაობ და ჩემი შრომით რასაც ვახერხებ კმაყოფილი ვარ. ბინძური გზით არასოდეს მომიპოვებია როლი, ფინანსური კეთილდღეობა ჩემთვის არასოდეს განმსაზღვრელი არ ყოფილა. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როცა რაღაც თანხებთან მაკავშირებენ.