ევროპაში სექტემბერი ყველაზე ცხელი იყო ისტორიაში. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და შვეიცარიის მეტეოროლოგიური ბიუროების მონაცემებით, რომლებიც მოჰყავს გამოცემას, სექტემბრის საშუალო ტემპერატურამ სხვადასხვა ქვეყანაში 3,5-4°C-ით გადააჭარბა მრავალწლიან ნორმას.
ესპანეთის სამხრეთში, მონტოროს მუნიციპალიტეტში, სექტემბრის დასაწყისში ევროპაში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში – 45,7°C.
2023 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო დაკვირვებების ისტორიაში: ტემპერატურის რეკორდები ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა. კლიმატის ცვლილების კვლევის ევროპული სამსახური Copernicus-ი ვარაუდობს, რომ ეს წელი ყველაზე თბილი იქნება კაცობრიობის ისტორიაში.
გაეროს მეტეოროლოგები რეკორდულ სიცხეს უკავშირებენ ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას და ბუნებრივ მოვლენას, „ელ ნინიოს“ – წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის ზრდას. მაღალი ტემპერატურა იწვევს ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიკვდილს და ხელს უწყობს გვალვისა და ტყის ხანძრის გავრცელებას.
წყარო: “რადიო თავისუფლება”