Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება

October 2, 2023
საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება

საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. ეს ანაზღაურება კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთან იქნება გათანაბრებული.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააცნო.

როგორც მიქანაძემ განმარტა, გასულ წელს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით სტაჟირება სტაჟში არის ჩათვლილი, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სტაჟირება ყოფილიყო ანაზღაურებადი.

“ჩვენ გავაგრძელეთ კონსულტაციები შესაბამის სამინისტროებთან, მათ შორის, მთავრობის კანცელარიასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სხვადასხვა უწყებებთან და მივაღწიეთ ერთიან პოზიციას, სრულ თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონში შეტანილი იქნას ცვლილება, რომლითაც ყველა სტაჟიორი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

ეს ანაზღაურება გათანაბრებულია კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთან. კონკრეტულად, საუბარია საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. თუმცა, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენ გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ, ამ მიმართულებით, თუკი ამ პროფესიის პირი შესაბამისი მიმართულებით იქნა სტაჟირებაზე აყვანილი, უწყებას შესაძლებლობა აქვს, რომ მას დაუნიშნოს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტისთვის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისი ოდენობა, რაც დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილება ძალაში მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • „თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“ – გერმანიის ელჩი საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge