Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ხელოვნებას და საერთოდ ხელოვან ხალხს!” – ნანი ბრეგვაძე

October 2, 2023
“პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ხელოვნებას და საერთოდ ხელოვან ხალხს!” – ნანი ბრეგვაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტ-საზოგადოებრივ საკითხებზე თავის მოსაზრებას ქართული სცენის ლეგენდა – ნანი ბრეგვაძე გვიზიარებს…

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს, დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი წარდგა… მისი მწვავე კრიტიკა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ხელოვანებს და ხელოვნებათმცოდნეებს, კონსერვატორიის მმართველობას შეეხო… მალევე კი შემდეგი განცხადება გავრცელდა: „საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება. ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა”…

ყველაფერ ამას, ხელოვანთა პროტესტი მოყვა…

ნანი ბრეგვაძე:

– რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ პოლიტიკას ხელოვნებასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს. ის აკეთებს თავის საქმეს, ეს – თავისას.. პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ხელოვნებას და საერთოდ ხელოვან ხალხს!

ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ უნიჭიერესი ხალხით… აი, ეს ნიჭი უნდა აღმოცენდეს, შემოქმედებას, შემოქმედებით პროცესს ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. მე ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორია. სასურველი არ არის კულტურის სფეროში პოლიტიკის ასე ღრმად შესვლა. სად ვინ უნდა დაინიშნოს, როგორი პედაგოგი იყოს და ასე შემდეგ… ამა თუ იმ სახელოვნებო დაწესებულებაში ეს თვითონ უკეთესად არ იციან?!

მე არ ვარ პოლიტიკოსი, არასოდეს ვერევი და საერთოდაც, არ ვიცი, პოლიტიკაში რა ხდება… ხომ მართალს ვამბობ?

– ჰოდა, შენ შენი ადგილი უნდა გქონდეს, როცა კულტურას ემსახურები! თუ ნიჭიერი და ძლიერი ხარ, შენი აზრიც უნდა გაითვალისწინონ…

ძალიან შემაწუხებელი და არასასიამოვნოა ის, რაც, მაგალითად, კონსერვატორიასთან დაკავშირებით ხდება… უდიდესი ტრადიციების მქონე ინსტიტუტია, იქ არასოდეს ყოფილა ასეთი შემთხვევა – დღეს რომ ხელოვანი ხალხი ქუჩაში გამოდის… ვიმეორებ, არ მომწონს ეს ფორმა! იქ ხომ ყველა მუსიკოსია?!

მუსიკა ეს ისეთი რამეა, ყველაფერზე რომ გშველის. ოპერაციების დროსაც კი ურთავენ, ადამიანი რომ დაწყნარდეს. ისე მოქმედებს, გაწყნარებს და გაშფოთებს კიდეც, ოღონდ კარგი გაგებით. ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. პირიქით, ხელოვან ხალხს მოფერება უნდა და კიდევ უფრო და უფრო კარგ შემოქმედებას შექმნიან…

ჩემი აზრი ეს არის და მგონია, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს. ძალიან ცუდ განცდებში ვარ, რადგან ვხედავ, ყველა ერთმანეთს ერჩის და ამაზე საშინელება არაფერია.

 

წყარო:  “კვირის პალიტრა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge