მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მოყოლილებს შორის ბავშვებიც არიან.
ამ დროისთვის, 10 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”