მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საზოგაოდების და პრესსის ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს. დროის სვლასთან ერთად მისი ოჯახის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა ბევრი რამ საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის.
თამრიკო ჭოხონელიძის მამა ფოლკლორისტის, პროფესორ კუკური ჭოხონელიძი იყო, მისი მეუღლე ულამაზესი ქალბატონი იყო, როგორც თამრიკო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ყოველთვის უნდოდა დედას დამსგავსებოდა.
„დედაჩემთან, ალბათ, ახლოსაც ვერ მივალთ შვილები, იმდენად ლამაზი იყო ახალგაზრდობაში. სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი.
„ჩემმა მშობლებმაც იმ სულისკვეთებით გაგვზარდეს, რაც მათ ჰქონდათ. მამა დედას იქით ვერავის ხედავდა. ორმოცი წელი იცხოვრეს ერთად. ასეთი სიყვარული არ მინახავს. მამა ხშირად გვეუბნებოდა, განსაკუთრებით, როცა ნასვამი იყო: დედათქვენს ვერც ერთი დაემსგავსეთო. სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი, ხელისგულზე ატარებდა. ყველასთან მიმართებაში დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობიდან ვავლებდი პარალელებს. დედა დღესაც ამბობს – ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც მამათქვენის ხელში გამივლია, ყველაფრის გვირგვინიაო. პლეხანოვზე ვცხოვრობდით. სამივე შვილი რთულ პირობებში გაგვაჩინა და გაგვზარდა, მაგრამ გვერდით ისეთი ღირსეული კაცი ედგა, რომ ამ სიმძიმეს არ აგრძნობინებდა. არ აკადრებდა დედას მძიმე აეწია ან კედელზე ლურსმანი მიეჭედებინა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ეხერხებოდა ასეთი რაღაცეები“- იხსენებს მშობლებს თამრიკო ჭოხონელიძე.
თამრიკო ჭოხნელიძეს სამი და ჰყავს, მუსიკოსი მშობლების წყალობით, მთელი ოჯახი მუსიკით იყო გაჟღენთილი.