სახლში დაბრუნებულ ინგლისელ მსახიობს, ჰარი ვისინონს, საპირფარეშოში ერთმეტრიანი პითონი დახვდა.
როგორც აღმოჩნდა, პითონი, სახელად ლულუ პატრონს გამოექცა და მეზობლის სახლში აგურის კედელში ნაპოვნი ხვრელით გადაძვრა.
ვისინონს არ შეშინებია და გარეულ ცხოველთა მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. გველი პატრონს დაუბრუნეს.
ჰარი ვისინონს ბრიტანელი მაყურებელი საპნის ოპერა “A Coronation Street”-დან იცნობს. სერიალი ეთერში 31 წლის განმავლობაში გადიოდა.