Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამი ყველაზე გამგები და გულისხმიერი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

September 30, 2023
რისი ნიჭი აქვს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქა­ლის გა­გე­ბა რთუ­ლია, ამა­ზე არც არა­ვინ და­ვობს. იმი­ტომ, რომ ხში­რად ქა­ლებ­მა თა­ვა­დაც არ იცი­ან, რა სურთ ან რა­ტომ, მაგ­რამ მა­მა­კა­ცებს რომ ზო­გა­დად ქა­ლე­ბის ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ ეს­მით ხოლ­მე ესეც უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. თუმ­ცა, სა­ი­მი­სოდ, რომ ქალს რა­ღაც დო­ზით მა­ინც გა­უ­გოს, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს მელ გიბ­სო­ნის პერ­სო­ნა­ჟი­ვით ფილ­მი­და “რა სურთ ქა­ლებს” – ჩარ­თუ­ლი თმის საშ­რო­ბით აბა­ზა­ნა­ში ჩახ­ტო­მა ნამ­დვი­ლად არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამი­სათ­ვის მხო­ლოდ ის არის სა­ჭი­რო, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­სა­ბა­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ზე იყოს და­ბა­დე­ბუ­ლი… არ­სე­ბო­ბენ მა­მა­კა­ცუ­რი და ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მა­მა­კა­ცი სწო­რედ ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კით მარ­თვა­დი ნიშ­ნით და­ი­ბა­და, მის­თვის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა გა­ი­გოს ქა­ლუ­რი ხუშ­ტუ­რე­ბი და ზო­გა­დად, ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გია…

ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან. რომ ამ მხრივ, სამი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ყვე­ლა­ზე უფრო “და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი” მკვლე­ვა­რი ქა­ლის სუ­ლის სიღ­რმე­ე­ბის…

კირჩხი­ბი – კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლად მთვა­რე ით­ვლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი, რაც არ უნდა მას­კუ­ლა­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბა გა­აჩ­ნდეს მას, სუ­ლის სიღ­რმე­ში ფე­მი­ნურ ელე­მენ­ტებს მა­ლავს. იგი ემო­ცი­უ­რი, გულ­ჩვი­ლი და ფრთხი­ლია. ძა­ლი­ან ბუ­ტი­აა და ფაქ­ტობ­რი­ვად ისე­თი რა­მე­ე­ბი სწყინს, რაზე გაბ­რა­ზე­ბაც სხვა მამრს აზ­რა­დაც არ მო­უ­ვა. მის­თვის ქა­ლის ბუ­ნე­ბის გა­გე­ბა ძალ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. ჯერ ერთი რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტუ­ი­ცი­ის პატ­რო­ნია; გარ­და ამი­სა, მთვა­რის გავ­ლე­ნით შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მის ქა­ლუ­რი ხრი­კე­ბის. სწო­რედ ამი­ტომ არი­ან მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბე­ბი ძალ­ზე ხში­რად ქა­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სული და გული. მათ ყო­ველ­თვის უამ­რა­ვი და­ქა­ლი და მე­სა­ი­დუმ­ლე ჰყავთ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. არი­ან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქმრე­ბი, მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი და მა­მე­ბი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ამ ბოლო პუნ­ქტში ისი­ნი ქა­ლებ­საც კი არ უდე­ბენ ტოლს.

სას­წო­რი – თან­და­ყო­ლი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა, შარ­მი, უკონ­ფლიქ­ტო ბუ­ნე­ბა და ემო­ცი­ე­ბის აშ­კა­რად გა­მო­ხატ­ვის უნა­რი ეს ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თვი­სე­ბე­ბია რი­თაც მა­მა­კა­ცი სას­წო­რი ახერ­ხებს ქა­ლე­ბის გული უპი­რო­ბოდ მო­ი­გოს. იგი ლო­ი­ა­ლუ­რი და ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რია ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის. მას შე­უძ­ლია ისა­უბ­როს ისეთ თე­მებ­ზე რო­მე­ლიც ქა­ლებს მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს და აინ­ტე­რე­სებ – მოდა, ხე­ლოვ­ნე­ბა, გლა­მუ­რი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია, ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა. ამას­თან ერ­თად იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნია ქა­ლის­თვის შო­პინ­გის დროს. ასე­თი კაცი გა­სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით შე­გირ­ჩევთ თქვენ­თვის მო­სახ­დენ სა­მოსს და და­გეხ­მა­რე­ბათ ზო­გა­დად, იმი­ჯის შექ­მნა- ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ყო­ველ­თვის მოგ­ცემთ რჩე­ვებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სირ­თუ­ლის წარ­მოქ­მნი­სას… მოკ­ლედ, იქ­ნე­ბა თქვე­ნი იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი, თუკი თქვენ მას სა­უ­ბარს ქორ­წი­ნე­ბა­ზე არ ჩა­მო­უგ­დებთ.

თევ­ზე­ბი – მას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გის რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბა. შე­უძ­ლია სა­ა­თო­ბით ის­მი­ნოს ქა­ლის­გან დრა­მა­ტუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი და ცრემ­ლიც წა­მოს­ცვივ­დეს ამ უკა­ნას­კნელ­თან ერ­თად “ან­ჰე­ფი­ენ­დუ­რი” ფი­ნა­ლის გამო. იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თვე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზ­ში და შე­ეც­დე­ბა გა­პოვ­ნი­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი­დან. მოკ­ლედ, რჩე­ვე­ბი გულ­მოკ­ლუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის მას ყო­ველ­თვის ბლო­მად მო­ე­ძებ­ნე­ბა. მაგ­რამ ამ დროს შე­საძ­ლოა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი ქა­ო­სი­დან თა­ვად­ვე ვერ და­უძ­ვრე­ნია თავი. თუმ­ცა ეს თქვენ არ გე­ხე­ბათ. მთა­ვა­რია, რომ ამ კაცს ყო­ველ­თვის აქვს დრო და მოთ­მი­ნე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მოთ­მი­ნე­ბით მო­გის­მი­ნოთ, როცა თქვენ გჭირ­დე­ბათ ვინ­მე გუ­ლის გა­და­საშ­ლე­ლად… იგი არა­სო­დეს გაგ­კი­ცხავთ და გა­გაკ­რი­ტი­კებთ, რაც არ უნდა სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო გა­ან­დოთ და თუ შე­სა­ბა­მი­სად გა­აფრ­თხი­ლებთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით არც არა­სო­დეს გაგთქვამთ სხვას­თან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?
  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge