თემურ წიკლაური მკურნალობას გორის კლინიკაში აგრძელებს. როგორც წიკალურების ოჯახის ახლობელი, ჟურნალისტი მაია კახიძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა:
“რაც ის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ტელეფონი არ გაჩერებულა, ცრემლი და ელდა ერთმანეთში ირეოდა. თემური ყველას უყვარს. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა… ჰოდა, ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდ ხანს იცოცხლებს. მჯერა, მაგრამ იმათ გულში ჩამახედა, ასეთ საშინელ რამეს რომ იგონებენ, როგორ სუნთქავენ, ხვალ როგორ უნდა გაუსწორონ ზეცას თვალი, ეს ბოროტებაა. მოვითხოვ დასჯას, თემური ამას არ იმსახურებს და არც არავინ! თემო, შემოგევლე, აბა, შენ იცი!” – განაცხადა მაია კახიძემ.