Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს კისრის ტკივილი

September 29, 2023
რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს კისრის ტკივილი

კისრის ტკივილი სხვადასვა პათოლოგიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული:
ოსტეოქონდროზთან, მარილების დაგროვებასთან და, მათ შორის, კისრის თიაქართან, რომლის უყურადღებოდ დატოვების დროს პათოლოგიას – კისრის დისკოს თიაქარს იწვევს.

მალთაშუა დისკო გვეხმარება ნებისმიერი ტიპის მოძრაობის შესრულებაში, ის ერთმანეთს აშორებს მალებს და ხერხემალს ამორტიზაციის საშუალებას აძლევს.

დისკოს თიაქარი ფიბროზული რგოლის გახევის შედეგად ვითარდება. შესაბამისი მკურნალობის გარეშე კი პროცესი დისკოს თხევადი ნაწილის ფიბროზული რგოლის გარეთ გამოსვლით მთავრდება.

გარეთ გამოსული დისკო აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს და შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლას იწვევს. ამას თან ახლავს ძლიერი ტკივილი, დაბუჟება, სიხლძარღვოვანი დარღვევები. თუ დისკი შიგნით ჩაიზნიქა, ეს ზურგის ტვინზე ზეწოლას იწვევს, რაც თავის ტვინისმხრივ ჩივილებს იწვევს.

გამომწვევი მიზეზები

ხერხემალზე უარყოფით გავლენას ახდენს არასწორი ცხოვრების წესი, კონკრეტული ტიპის სამუშაო, ფიზიკური აქტიურობის უკმარისობა და ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა.

ოსტეოქონდროზისა და თიაქრის რისკი ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება ან ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა. ასევე მათ, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, სისტემური ავტოიმუნური დაავადება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. თიაქარი შეიძლება ორთოპედიულმა პათოლოგიამაც გამოიწვიოს.

რისკ-ჯგუფში შედიან: მუშები, მკერავები, სპორტსმენები, მასწავლებლები.

სიმპტომები

თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.მოგვიანებით კი თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომი.

კისრის თიაქრის სიმპტომებია:

კისრის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ბეჭებზე, მხრებზე და ლავიწის ძვლებზე; თავის ძლიერი ტკივილი და თავბრუხვევა, რაც უკვე ნერვის დაზიანებაზე მიანიშნებს.

ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს: ხელების დაბუჟება,მოძრაობის გაძნელებს, კისრის გაშეშება. შესაძლოა, გაუარესდეს მხედველობაც.

სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო კისრის არე განიცდის ჟანგბადის დეფიციტს, რაც ტვინის მუშაობაზე აისახება. აქედან გამომდინარე, პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს თავბრუხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ყურების შუილი.

მწვავე ფორმებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:კანის მგრძნობელობის დარღვევა,მოძრაობის გაძნელება, ხელების სისუსტე, სქოლიოზი.

მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, აღდგენით თერაპიას და ქირურგიულ ჩარევას. ყველაზე ხშირად კი კომბინირებულ მიდგომას იყენებენ

წყარო:მკურნალობა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ…” – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge