პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ!
მადლობა ბიჭებო!
ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი!
არ აგარევინებთ,არა!!!!
ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!”
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუსში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები დაიბარეს. სუსში მათი გამოკითხვა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად საქართველოშო სამოქალაქო არეულობა იგეგმება. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარ შემსრულებლებად კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.
სუსი ამტკიცებს, რომ “გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში.”