იმ საკვებ პროდუქტებს შორის, რომლებიც ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს, ხაჭოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი „ჯადოსნური“ თვისებები ამინომჟავების შემცველობით აიხსნება.
ხაჭო მდიდარია კალციუმით, კალიუმით, A და B ჯგუფის ვიტამინებით, ხასიათდება დაბალი ცხიმიანობითა და ცილის მაღალი შემცველობით, რაც ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებასა და სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება.
ამასთან, ხაჭო მაწონთან შედარებით ბავშვის ორგანიზმისთვის უფრო მარტივად ასათვისებელია. მისი მონელების დროს მაწონთან შედარებით ნაკლები კუჭის წვენი, მარილმჟავა და ფერმენტებია საჭირო, ამიტომ ბავშვებში არც შებერილობას იწვევს და სარგებლის მომტანიცაა.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ხაჭო ბავშვისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი რაციონში შეტანისას?
ხაჭო ჯანსაღია, როცა არ შეიცავს ისეთ ხელოვნურ დანამატებს, რომლებიც მის კვებით ღირებულებასა და სარგებელს ამცირებს.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირდაპირ ფერმიდან ან სოფელში ბებიისგან შეძენილი ხაჭოს მიღება ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. არაპასტერიზებული რძე ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი პროდუქტია და შეიძლება შეიცავდეს ისეთ ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება, ბავშვის ჯანმრთელობას უმძიმესი პრობლემები შეუქმნას. აღნიშნული ბაქტერიები არაპასტერიზებული რძისგან დამზადებულ ხაჭოშიც ხვდება და შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც არის სალმონელა, ლისტერია და სხვა.
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, რეკომენდებულია, ვენდოთ პედიატრებს და მათი რჩევის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
საქართველოს პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ფრანგული მწარმოებლის „რასტიშკას“ პროდუქციას და მათ შორის, აღნიშნული ბრენდის ხაჭოსაც, რომელიც დამზადებულია პასტერიზებული რძისგან და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. მასში შენარჩუნებულია ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რაც ხაჭოს ერთ-ერთ სუპერ პროდუქტად აქცევს და განსაკუთრებით სარგებლიანს ხდის მას.
მიზეზი, რის გამოც პედიატრები „რასტიშკას“ ხაჭოს უწევენ რეკომენდაციას, მისი ნატურალური შემადგენლობაა.
შეგვიძლია, პატარებს ხაჭო წასახემსებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივცეთ. მისი მიღება რეკომენდებულია ძილის წინაც, რადგან მასში შემავალი ნუტრიენტები ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას და ორგანიზმს საჭმლის მონელებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ „რასტიშკას“ ხაჭოს ხაზი გამოირჩევა მრავალფეროვნებითაც, რაც პატარების რაციონის გახალისების და მათთვის სიახლეების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. „რასტიშკას“ ხაზიდან ბავშვებს შეგვიძლია, შევთავაზოთ როგორც ხაჭო, ისე იოგურტი, პაუჩი და სხვა პროდუქტები.
ჩამოთვლილი პროდუქტები საუკეთესო არჩევანია სკოლაში წასახემსებლად, რადგან დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ბავშვი დღის განმავლობაში ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების საკმარის რაოდენობას იღებს.
აღსანიშნავია, რომ „რასტიშკას“ პროდუქცია შეიცავს ბავშვისთვის დასაშვები რაოდენობით შაქარს.
როგორ შევარჩიოთ ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები სწორად?
ბავშვისთვის რძის პროდუქტების შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ:
შენახვის მოკლე ვადა, რაც მიგანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი ჯანსაღია. შემადგენლობა 100%-ით ნატურალური უნდა იყოს. აღნიშნულ კრიტერიუმებს „რასტიშკას“ პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს, აქვს მოკლე ვადა და მისი შემადგენლობა აბსოლუტურად უსაფრთხო და სასარგებლოა პატარებისთვის;
ერთგვაროვანი სტრუქტურა, რაც ბავშვებისთვის უფრო სასიამოვნო მისაღებია და გვახვედრებს, რომ პროდუქტის ვადები და შენახვის პირობები დაცულია;
შეფუთვის მოცულობა უნდა იყოს მცირე – ჯანსაღი პროდუქტი გახსნილ მდგომარეობაში დიდხანს არ ინახება, ამიტომ საბავშვო პროდუქცია თითო ულუფად იწარმოება.
წყარო:მშობლები