ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგისინჯავთ სწრაფი მომზადების ატრია (ლაფშა). ამ პროდუქტის სარგებელსა და მავნებლობაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გვინდა მივირთვათ არომატული ულუფა, რომელიც რამდენიმე წუთში მზადდება.
ეს კერძი გამოიგონა იაპონელმა ბიზნესმენმა ანდო მომოფუკიმ ჯერ კიდევ 1958 წელს და უწოდა Chikin Ramen (სახელი მომდინარეობს ტრადიციული კერძიდან, რომელიც ატრიით და ქათმით მზადდება).
პროდუქტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2020 წელს იაპონიამ მე-20 საუკუნის მთავარ გამოგონებად სწრაფი მომზადების ატრია დაასახელა! დღეს გაჩვენებთ როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია სამხრეთ კორეის ქარხანაში. ვიდეოს იუთუბ არხი Yummy Yammy ავრცელებს.
აი, აქ იწყება ატრიის მომზადების მთელი ჯადოქრობა.
ქათმის ნატურალურ ბულიონს ასხამენ მარილწყლით სავსე კასრში.
ინგრედიენტების სრულად შერევამდე სითხეს კარგად ურევენ.
შემდეგ ქათმის მარილწყალს უმაღლესი ხარისხის ფქვილს უმატებენ და ურევენ.
მზა ცომს ამოსასვლელად კამერაში გზავნიან.
გარკვეული დროის შემდეგ ცომის ტენიანობის პროცენტს ზომავენ.
სიტყვაზე, ცომს არაერთგვაროვანი ტექსტურა აქვს და ფხვიერი გამოიყურება. თუმცა მის სტრუქტურას სწორი სიმკვრივე და პლასტიურობა აქვს, რომ გაბრტყელებისას მთლიანობა შეინარჩუნოს.
მზა ცომი გასაბრტყელებელ დანადგარში ხვდება.
პროცესის დასაწყისში ცომის სისქე ზუსტად 1 სმ–ია.
ლილვის და პრესის ქვეშ მრავალსაფეხურიანი გაბრტყელების შემდეგ ცომის სისქე მხოლოდ 1 მმ რჩება.
გაბრტყელების შემდეგ ცომი მოგრძო საჭრელ კვანძზე ხვდება.
ახლა საუკუნის საიდუმლოს გაგიმხელთ: როგორ იღებენ ატრიის კულულებს? სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია, ვიდრე გგონიათ. ჭრის პროცესში ერთი პირი უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე დანარჩენი. ამის გამო ატრია იჭმუჭნება და ტალღოვან ფორმას ქმნის. საქმე დახურულია!
სხვათა შორის, ატრიის ეს ფორმა უმიზეზოდ არ გამოუგონიათ.
ატრიას ასეთ ცნობად ფორმას სპეციალურად აძლევენ, რომ მისი მოხარშვა და ჭამა გაადვილდეს.
დაჭრილი ატრია იგზავნება ბაროკამერაში ორთქლზე დასამუშავებლად სრულად მომზადებამდე.
მოხარშული ატრია ფორმებში თავსდება.
ისევ მარილწყალს ასხამენ.
ახლა ფრიტიურში შესაწვავად აგზავნიან.
ატრიის ზეთში შეწვა წარმოებაში ერთ–ერთი მთავარი მომენტია.
შეწვის წყალობით ატრია იძენს ფოროვან სტრუქტურას, რაც სწრაფად მოსამზადებელს ხდის. ცხელი წყალი ატრიას შიგნიდან აორთქლებს, მოცულობაში ზრდის და არბილებს.
კონვეიერზე ატრია სტანდარტის და ხარისხის კონტროლს გადის.
ლითონის წონების დახმარებით შორდება ზედმეტობები, რომელიც ბრიკეტიდან ამოწეულია. ასე მზა პროდუქტი იდეალურ ფორმას იძენს.
ყველა მანიპულაციის შემდეგ ატრია შესაფუთ საამქროში გადადის.
აქ იკვრება სრული ნაკრები: ატრია, ბულიონი, ხმელი ბოსტნეული. რაც დამახასიათებელია კონკრეტული წარმოებისთვის. ხორცის ბულიონი ნატურალური ძვლებიდან იხარშება, ახალი ბოსტნეული პირდაპირ ქარხანაში სუბლიმირდება, ხორცის სოუსი ნატურალური ხორცისგან მზადდება.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმოება განსხვავდება: ზოგი იყენებს ქიმიურ სანელებლებს, სხვები ნატურალური წარმოებისკენ მიისწრაფვიან, რამდენადაც შესაძლებელია.
მიღებული ნაკრები შესაფუთ ლენტაზე გადადის.
აქ მზა პროდუქტი ფასოვდება.
აქედან უკვე მაღაზიის თაროზე ხვდება.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: intermedia.ge