ტყუპები
2023 წლის ოქტომბერში დიდი შანსია, რომ ტყუპები უმოტივაციობასა და ენერგიის დაქვეითებას უჩიოდნენ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ახლა ყველა საქმემ ერთად მოიყარა თავი, ერთ ადგილზე გაჩერდით და განვითარებას ვეღარ გრძნობთ. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მთელი თვის განმავლობაში უმოტივაციობამ შეიძლება შეგაწუხოთ, სამსახურშიც უსიამოვნებებია მოსალოდნელი. იქნება გარკვეული დღეები, როდესაც დანებებისა და ხელის ჩაქნევის სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, ეს პერიოდი მალე გადაივლის და შეძლებთ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი კარგი ცვლილება გამოიწვიოთ. იქამდე კი ასტროლოგების მთავარი რჩევაა – არ მიიყვანოთ საქმეები ბოლო წუთამდე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით გეგმას, ხშირად დაისვენეთ, განიტვირთეთ, საკუთარი თავი გაიმხნევეთ და ასე შეძლებთ, შედარებით ემოციური დღეები მარტივად გაიაროთ.
მშვილდოსანი
ზოგადად, ოქტომბერი მშვილდოსნებისათვის, კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. შეძლებთ, რომ თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ და აღიარებაც მოიპოვოთ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ეს თვე თქვენთვის შესაძლოა, სხვა მხრივ იყოს რთული. დიდია იმის რისკი, რომ წარსულში დატოვებულმა ურთიერთობებმა თავი შეგახსენოთ, ყოფილ შეყვარებულზე, პარტნიორზე, მეგობარზე იფიქროთ, სევდამ შემოგიტიოთ და ხალისი დაკარგოთ. ემოციურად რთული დღეები დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლოა, ეს პერიოდი სასიკეთოც კი იყოს, რადგანაც გექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადააფასოთ წარსულში დაშვებული შეცდომები და მომავალი გაცილებით ჭკვიანურად დაგეგმოთ. შეეცადეთ, საბოლოოდ გათავისუფლდეთ წარსულის აჩრდილებისაგან და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ. გამხიარულდით, ისიამოვნეთ ყველა დადებითი დღით და საკუთარ თავს მადლობა გადაუხადეთ გამოცდილებისთვის – კარგისთვისაც და ცუდისთვისაც.
თევზები
თევზებს შესაძლოა, ოქტომბერში ოჯახური პრობლემები შეექმნათ და საზრუნავი გაცილებით გაეზარდოთ. დიდია მანიპულაციისა და არასწორი არჩევნისკენ ბიძგის ალბათობა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან, საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებს უანგაროდ, მთელი გულით დაეხმარნონ, მათ ნაცვლად გააკეთონ რაღაცები, მაგრამ ამ რუტინაში საკუთარი თავი ავიწყდებათ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ არ აიღოთ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე გევალებათ. იყავით გამბედავი და პირდაპირ თქვით ის, რაც არ მოგწონთ. ოქტომბერი თქვენთვის ემოციურად შედარებით რთული პერიოდი იქნება, როდესაც ახლობელთა წრიდან შესაძლოა, ისეთი ქმედების წინაშე აღმოჩნდეთ, რომელზეც ჩათვლით, რომ არ დაგიმსახურებიათ და უსამართლოა. გამოიყენეთ ეს პერიოდი გაკვეთილად. რაც უფრო მალე ჩამოიშორებთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, თქვენთვისვე იქნება უკეთესი.
წყარო – ბომონდი