სეზონური ხილი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი, მის გარეშე ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირება არ შეუძლია და ხშირ შემთხვევაში ზამთრის უგუნებობა სწორედ მათი დეფიციტით არის გამოწვეული.
გოგრა – A ვიტამინის შემცველობით 5-ჯერ აღემატება სტაფილოს და 3-ჯერ – ძროხის ღვიძლს. A ვიტამინი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობისათვის, ლორწოვანი მემბრანის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი ქსოვილის რბილი შრე) შენარჩუნებისათვის, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის – ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას, იმუნური სისტემისთვის – ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ და ზოგადად იდეალური დანამატია ნებისმიერი ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონისთვის.
ვაშლი – დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ვაშლი უსაზღვროდ სასარგებლო ხილია. განსაკუთრებით კარგ შედეგებს აძლევს ადამიანებს, რომლებიც მალე იღლებიან, მჟავიანობას უჩივიან და მენსტრუაციის პერიოდში ძლიერი ტკივილები აწუხებთ.
ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.
ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს უმთავრესად – გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი და კალიუმი
ჭარხალი
ჭარხალი აუცილებელი პროდუქტია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და წონას უფრთხილდება. ის დაბალკალორიულია, მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სასარგებლოა გულის, სისხლისა და თირკმელებისთვის.